სასარგებლო რჩევები

ცოტა რამ ძილის შესახებ

ძილიღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გვეძინოს, მაგრამ ზოგჯერ ვდგებით დაღლილები, ღონეგამოცლილები.

რისი ბრალის ეს? მნიშვნელოვანია, როგორ მდგომარეობას ავირჩევთ ძილისთვის.

უმჯობესია გამოვიძინოთ ზურგზე მწოლიარემ – ამ დროს კუნთების ყველა ჯგუფი მშვიდადაა, თავს კარგად ვგრძნობთ. ეს რჩევა განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც აწუხებს შაკიკი, რადგან ამ დროს თავის ტვინს გადაეცემა სისხლის ნაკადი.

ბალიში უნდა იყოს ბრტყელი და პატარა. თუ გადაიღალეთ მძიმე ფიზიკური შრომით, დაიძინეთ მარცხენა მხარეს.

გამოკვლევებმა აჩვენა:

რადგან სხეულის მარჯვენა მხარის კუნთები უფრო იტვირთება,სჯობს ძილის დროს დაასვენოთ.

ექიმები მუცელზე წოლას ურჩევენ მათ ვისაც დღის განმავლობაში ძირითადად მჯდომარე პოზაში უწევს სამუშაოს შესრულება.

თუ გაწუხებთ ღვიძლი დაწექით მარჯვენა მხარეს. ამ მდგომარეობაში უმჯობესდება ნაღვლის გამოყოფა.