როგორ გავუმკლავდეთ საგაზაფხულო დეპრესიას
თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, შინაგან დისკომფორტს განიცდით, თვალები ძველებურად აღარ გიბრწყინავთ, შესაძლებელია ეს ჩვეულებრივი, საგაზაფხულო დეპრესია იყოს.
უწინდებურად ლამაზი, ჯანმრთელი და ენერგიული რომ იყოთ, გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც განტვირთვის დღე მოიწყოთ…
დასაწყისისთვის ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, ბანანი, ნებისმიერი კენკრა, სტაფილო, კომბოსტო, კამა, ნიახური და პიტნა მოიმარაგეთ. უარი თქვით ყავასა და სიგარეტზე, რა თქმა უნდა, ალკოჰოლურ სასმელზეც.
საუზმედ მიირთვით ერთი ჭიქა ფორთოხლის, ვაშლის ან გრეიპფრუტის წვენი. თუ ცხელი სასმელი გირჩევნიათ, მაშინ პიტნის ნაყენი თაფლით ან ნახევარი ლიმონის წვენით გაზავებული 1 ჭიქა ცხელი წყალი დალიეთ.
შუადღემდე, შიმშილის დასათრგუნავად, იმყოფინეთ ერთი-ორი ვაშლი, ბანანი ან ფორთოხალი; სადილად კი – ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემდეგნაირად მომზადებული სალათა მიირთვით: ვაშლი, გახეხილი სტაფილო, კომბოსტო, ფორთოხალი ან ბანანი შეანელეთ ლიმონის წვენითა და ერთი ს/კ მცენარეული ზეთით. სალათას უხვად მოაყარეთ მწვანილი.
5 საათისთვის კვლავ მიირთვით პიტნის ნაყენი თაფლით ან ლიმონის წვენით; ვახშმად კი იმ ხილ-ბოსტნეულისგან მოამზადეთ სალათა, რომელიც უფრო მეტად მოგწონთ. ძილის წინ მიიღეთ ბალახეული ჩაი თაფლით.
ამ პროცედურის შემდეგ, თქვენი სხეული ინტენსიურად გაიწმინდება ტოქსინებისა და წიდებისაგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარეგნული ეფექტი თვალში საცემი გახდება.
ნუ დაიზარებთ და გაიკეთეთ სახის კანის ნიღაბიც, საღამოს კი თბილი აბაზანა მიიღეთ, რომელშიც ჭინჭრის ან გვირილის ნახარშს ჩაუმატებთ.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ქუჩაში მიმავალს ბევრი აღფრთოვანებულ მზერას გაგაყოლებთ, თვალებიც უწინდებურად აგიციმციმდებათ და დაღლილობის გრძნობა სადღაც გაქრება.