სასარგებლო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან

ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით კი ივნისის მეორე ნახევარში ტკიპები და სხვა მწერები აქტიურდებიან.

როგორ დავიცვათ თავი ბუნებაში გასვლის წინ ტკიპებისგან, ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს:

როგორც ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს,  ბუნებაში გასვლის წინ, სხეულის ღია ადგილებზე  უნდა  წავისვათ რეპელენტები (სპეციალური ხსნარი) და ტკიპა არ მოგვეკარება.

მისივე თქმით, ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი, მაგრამ არც ისე სასიამოვნოა ტკიპას ნაკბენი. ამასთან, ამას შეიძლება ალერგიული რეაქციაც ჰქონდეს, ან უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს.  ამიტომ კარგია, ბუნებაში გასვლის წინ რეპელენტები ანუ ე.წ. სპეციალური ხსნარი წავისვათ ღია ადგილებზე.

იმნაძის ინფორმაციითვე, ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომელიც იცავს მხოლოდ ტკიპებისგან. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს.

ყველა ეს მწერი სწორედ  ივნისის მეორე ნახევარში აქტიურდება.