სასარგებლო რჩევები

ჩაი – კბილების მკურნალი

ჩაიბრიტანელმა სტომატოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაი კბილებს დაშლისაგან იცავს:

მასში შემავალი ნივთიერებები კბილების ნალექში ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავს და ამცირებს მათ მიერ იმ მჟავის გამოყოფას, რომელიც კბილის მინანქარს აზიანებს. ამ მხრივ ეფექტურია, როგორც მწვანე, ასევე შავი ჩაი.

ჩაიში ბევრია ფტორი, ხოლო რძიანი ჩაი კბილის გამაგრებისთვის საჭირო კალციუმსაც შეიცავს.

ამასთანავე, მისი ზემოქმედებით ითრგუნება იმ ბაქტერიული ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც შაქარს წებოვან ნივთიერებად გარდაქმნის და კბილებზე ნაფიფქს აჩენს.