სასარგებლო რჩევები, ჯანმრთელი კვება

არაპოპულარული დიეტური პროდუქტები

ორაგული, კენკრა, ბროკოლი, ნუში და ა.შ. – მათ დიეტური სამყაროს სუპერვარსკვლავებს უწოდებენ. თუმცა ამ პროდუქტების გარდა, არის ბევრი არაპოპულარული პროდუქტი, რომლებიც ასევე სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო, როგორც სხვა ჯვაროსანი მცენარე C  ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ისევე როგორც ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო უხვად შეიცავს ქიმიურ სულფორანს, რომელიც განსაზღვრული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

სარდინები

ამ პატარა თევზებს ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია.  ქაშაყისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მდიდარი საბადოა და ერთ-ერთი ლიდერია იშვიათი B12 ვიტამინის შემცველობით. მასში არის ასევე ბევრი D ვიტამინი, რომელიც ორგანიზმში კალცის ათვისებისთვის არის აუცილებელი.

ტემპე (სოიოს ინდონეზიური პროდუქტი)

ტემპე მზადდება სოიოსგან არის ცილის, კალიუმის და კალციუმის უნიკალური საბადო.  ტემპე მდიდარია რკინით  და პროტეინებით.  ისევე როგორც ტემპე, ასევე სასარგებლოა ტოფუ – სოიოს აჭრილი რძისგან დამზადებული ხაჭოს მსგავსი პროდუქტი.

ჭარხალი

ჭარხალი შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტს, რომელიც ებრძვის სიმსივნეს და სხვა ქრონიკულ დაავადებებს. გარდა ამისა, ჭარხლის წვენი მდიდარია ნიტრატებით, ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაწევას და ტვინის სისხლის ნაკადის გაზრდას. თუ სპორტით ხართ დაკავებული, ჭარხლით დამზადებული საკვები გააუმჯობესებს თქვენს მუშაობას.

არტიშოკი

არტიშოკი დიეტური და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავებს. არტიშოკი ასევე კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ითვლება სახამებლის შემცვლელად, რომელიც შესაძლოა მოიხმარონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. არტიშოკი არის ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალება. გარდა ამისა, მისი ნახარში ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის დაღლილობას და საერთო სისუსტეს.

კეფირი

კეფირი შეიცავს ბიფიდობაქტერიებს – ეს რძემჟავა ბაქტერიებია, რომლებიც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს უვნებელყოფს. კეფირი არეგულირებს ნაწლავების მუშაობა, განსაკუთრებით სასარგებლო დისბაქტერიოზის დროს, რადგან მიკროფლორას აღადგენს. კარგი საშუალებაა კოლიტებისა და დიარეის დროს, მისი მომხმარება მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს, შეიცავს კალციუმს და ცილას. ამცირებს სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.

შავი ქლიავი

შავი ქლიავი სასრგებლოა ნაწლავური პრობლემების დროს. ის მდიდარია  ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოებით.  მისი ინტენსიური მიღება აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, კარგია წონაში კლებისთვის, იმუნიტეტისათვის, დადებითად მოქმედებს ტვინსა და ნერვულ სისტემაზე, კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და ა.შ.

ოსპი

ოსპიც არ არის პოპულარული, მაგრამ ისიც ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით დიეტის დროს. მას საუკეთესოდ შეუძლია შეცვალოს რაგუ და ხორცი სუპებში და უხვად „დაჯილდოვდეთ“ ცილებითა და საკვები ბოჭკოებით, ყოველგვარი ჭარბი ცხიმის გარეშე.

საკვები წყალმცენარეები

თუ თქვენ სუშის მოყვარული არ ხართ, ადვილი წარმოსადგენია რომ თქვენს საკვებ მენიუში საკვები წყალმცემარეეები იშვიათად ხვდება. მაგრამ მცენარეების ეს სახეობა ნამდვილად საჭიროებს თქვენს ყურადღებას.  წყალმცენარეები მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, განსაკუთრებით კალცით და რკინით, მათში ასევე უხვადაა ცილები და თითქმის არ აქვთ ცხიმს.