წითელი ფერის საკვები უხდება გულს
ჩინური მედიცინის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანახმად, სამკურნალო მენიუს შედგენისას ერთ–ერთი მთავარი ამოსავალი უნდა იყოს არა იმდენად გემო და კალორია, რამდენადაც პროდუქტის ფერი.
მაგალითად, მწვანე ფერის კერძი სასარგებლოა ღვიძლისთვის, ხოლო ყვითელი საკვები სიმხნევით გვავსებს.
წითელი პროდუქტები კი სისხლის მიმოქცევასა და გულის მუშაობას აუმჯობესებენ, ასევე სისხლსა და ლიმფას ასუფთავებენ.
ბროწეული, ჭარხალი, პომიდორი, მარწყვი, წითელი ღვინო – არასრული სიაა გულისთვის სასარგებლო პროდუქტებისა.