სასარგებლო რჩევები

გაიწმინდეთ ორგანიზმი და მოიხსენით სახსრების ტკივილი

ორგანიზმის გაწმენდა მარილების დაგროვებისა და სახსრების ტკივილის დროს შემდეგი რეცეპტი გამოგადგებათ: 

  • გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცის საკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ მარლაში გაწურეთ. წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. ამ დროს იკრძალება ალკოჰოლი.
  • მარილების დაგროვებისას, ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილად შეფუთეთ და გააჩერეთ ოთხი-ხუთი საათი. ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ კურსი. სახსრების ტკვილი აუცილებლად გაგივლით.

მარილებს ორგანიზმიდან შემდეგი წესით გამოდევნით:

  • წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მილილიტრი ცივი წყალი და დალიეთ უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.