დიეტა

წითელი ფორთოხალი გასუქებას აფერხებს

წითელი ფორთოხალი გასუქებას აფერხებსჩვეულებრივ ფორთოხალს კი ეს თვისება ნაკლებად აქვს. მართალია, იტალიელი მეცნიერები ამ დასკვნამდე ჯერ მხოლოდ თაგვებზე ექსპერიმენტების შედეგად მივიდნენ, მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ შედეგს მალე ადამიანებთან მიმართებაშიც მიიღებენ.

“ჩვენს ექსპერიმენტში შევეცადეთ, შეგვედარებინა წითელი და ჩვეულებრივი ფორთოხლების თვისებები. შეგვესწავლა, როგორ შეეძლო მათ ემოქმედათ ზედმეტ წონაზე ცხიმიანი საკვების მიღებისას” – განაცხადა მილანის კვლევითი უნივერსიტეტის დოცენტმა, ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა პიერ-ჯუზეპე პელიჩიმ.

ექსპერიმენტის მსვლელობისას თაგვების ერთ ჯგუფს მაღალკალორიულ კვებასთან ერთად წყლის მაგივრად წითელი ფორთოხლის წვენს ასმევდნენ, მეორე ჯგუფს კი, იმავე რაციონის ფონზე, ჩვეულებრივი ფორთოხლის წვენს. შედეგად თაგვებმა, რომლებიც წითელი ფორთოხლის წვენს სვამდნენ, წონაში ოდნავადაც არ მოიმატეს, ჩვეულებრივი ფორთოხლის წვენის მსმელი თაგვები კი საგრძნობლად გასუქდნენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე გაარკვევენ, წითელ ფორთოხალში შემავალი ნივთიერებებიდან, კონკრეტულად რომელი აფერხებს გასუქებას.