დიეტა

როგორ დავიკლოთ 3 დღეში

როგორ დავიკლოთ 3 დღეშიეს დიეტა ჩვენამდე მოვიდა ბელგიის რომელიღაც პროვინციიდან.

დიეტის შემქმნელებმა ქალები 3 ტიპად დაყვეს:

პირველი ტიპის ქალებს ახასიათებს მრგვალი ფორმები, რბილი, თხელი კანი და სახის ნაზი ნაკვთები. მათ პრობლემას ყველაზე ხშირად ცელულიტი წარმოადგენს.

მეორე ტიპის წარმომადგენლები სუსტი ქმნილებები არიან, პატარა მკერდითა და ვიწრო მენჯებით. მათი პრობლემური ზონაა მუცელი, რომელიც პირველ რიგში ეზრდებათ.

მესამე ტიპად დასახელებული არიან მეომარი განწყობის ქალები, “ამაზონკები”. ეს ქალები მკვრივი და ჯმუხი აღნაგობის არიან, ისინი უჩივიან ცხიმიან კანსა და გაფართოებულ ფორებს.
ამ ტიპებად დაყოფას თავისი ახსნა აქვს.

პირველი ტიპის ქალებს ორგანიზმში აქვთ ჰორმონ ესტროგენების დიდი რაოდენობა.

მეორე ტიპის ქალები ამ ჰორმონების ნაკლებობას განიცდიან.

“ამაზონკებს” ჩვენ განსაკუთრებულად გამოვყოფთ. მათ აქვთ კაცური ჰორმონები, ჯმუხი სხეულის აღნაგობა, ცხიმიანი კანი და გაფართოებული ფორები. მათ ტკბილეულს ხორცი ურჩევნიათ. თუ სურვილს ვერ ისრულებენ, ეს მათში აგრესიას იწვევს. მათ შეუძლიათ უფრო იოლად დაამყარონ კონტაქტი მამაკაცებთან, ვიდრე ქალებთან.

ყველა ტიპის ქალისთვის შექმნილია სხვადასხვა კვების სისტემა.

დიეტა პირველი ტიპის ქალებისთვის:

პირველი დღე
საუზმე: 100 მლ ფორთოხლის წვენი შეურიეთ 2 სუფრის კოვზ გრეიპფრუტის წვენს და ასეთივე რაოდენობის ლიმნის წვენს. განაზავეთ ეს კოქტეილი 100 მლ უგაზო მინერალურ წყალთან და საწრუპავით ნელ–ნელა დალიეთ. 20 წუთის შემდეგ ჭამეთ ბუტერბროდი, რომელიც შედგება 1 ნაჭერი შავი პურის, უცხიმო ხაჭოს, 1 მრგვალად მოჭრილი პამიდორის ნაჭრისა და ბაზილიკის ფოთლისგან.

სადილი: 50 გრამ უცხიმო კეფირს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი და ამდენივე ლიმნის წვენი. დაუმატეთ მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით. დაჭერით კიტრი, ბულგარული წიწაკა, 1 თავი პატარა ხახვი. ბოსტნეულს დაუმატეთ 50 გრამი კონსერვირებული მწვანე ლობიო თავისი წვენით. აურიეთ. ამ სალათასთან ერთად ჭამეთ 1 ნაჭერი შავი პური. დესერტად მიაყოლეთ ვაშლი.

ვახშამი: პატარა ყაბაყი გაასუფთავეთ, დაჭერით კუბიკებად. დაჭერით 80 გრამი სოკო შამპინიონი, 1 თავი ხახვი, 1 დიდი ბულგარული წიწაკა. მოშუშეთ ბოსტნეული 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ 250 გრამი ბოსტნეულის ნახარში და მოშუშეთ კიდევ 5 წუთი. იქვე დაუმატეთ 50 გრამი გასუფთავებული კრევეტები და 80 გრამი კონსერვირებული ლობიო. 3 წუთის შემდეგ კერძი გადმოდგით ცეცხლიდან და შეკმაზეთ პილპილითა და ბაზილიკით. აქვე დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სუნელების ნაკრები. ამ ნარევისთვის დაგჭირდებათ ოხრახუშის და ბაზილიკის 1 შეკვრა, 30 გრამი ყველი პარმეზანი, 3 კბილი ნიორი, 3 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 2 სუფრის კოვზი ბალზამირებული ძმარი. ყველაფერი აურიეთ ბლენდერში, შემდეგ მოათავსეთ ჰერმეტულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

როგორ დავიკლოთ 3 დღეშიმეორე დღე
საუზმე: ციტრუსის კოქტეილი, რომელიც შედიოდა პირველი დღის საუზმეში. 20 წუთის
შემდეგ 1 ნაჭერ შავ პურს წაუსვით უცხიმო ხაჭო, რომელსაც ზემოდან დაყრილი აქვს წვრილად დაფქვილი ტკბილი წიწაკა.

სადილი: დაჭერით პატარა ნაჭრებად 2–2 კიტრი და პამიდორი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 1 პატარა ხახვი და 30 გრამი კუბიკებად დაჭრილი ყველი პარმეზანი. შეკმაზეთ სალათი სოუსით, რომელიც შედგება 50 გრამი უცხიმო კეფირის, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ბაზილიკის, 2 სუფრის კოვზი ლიმნისა და 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენისგან.

ვახშამი: წვრილად დაჭერით 50 გრამი ნიახური, სტაფილო, ხახვი და თესლებგაცლილი კიტრი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მოათავსეთ ეს ყველაფერი ტაფაზე, დადგით ცეცხლზე და მოშუშეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ 250 გრამი ბოსტნეულის ნახარში, მიიყვანეთ ადუღებამდე. მაშინვე ჩაუშვით ტაფაზე 80 გრამი ლოსოსის წვრილად დაჭრილი ნაჭრები და ჩაშუშეთ ისევ 4 წუთის განმავლობაში. შეკმაზეთ მარილით და პილპილით. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი საკმაზის ნაკრები.

მესამე დღე
საუზმე: ციტრუსის კოქტეილი, 20 წუთის შემდეგ – ბუტერბროდი, რომელიც შედგება შავ პურზე წასმული უცხიმო ხაჭოსა და წვრილად დაჭრილი კიტრისგან.

სადილი: მოხარშეთ და დაჭერით 1 კვერცხი, შეურიეთ იგი წვრილად დაჭრილ მოხარშულ ჭარხალსა და ხახვს. დაუმატეთ 80 გრამი კონსერვირებული, თავისივე წვენით თევზი ტუნი. შეკმაზეთ სოუსით, რომელიც შედგება უცხიმო კეფირის, 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენის, 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენისა და 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვისგან. პური არ ჭამოთ.

ვახშამი: დაჭერით 2 ბულგარული წიწაკა, 50 გრამი შამპინიონი და 1 პატარა ხახვი. ისევე, როგორც წინა დღეებში, მოშუშეთ ისინი 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ 250 გრამი ბოსტნეულის წვენი და კიდევ ხარშეთ 5 წუთი. ამის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ 50 გრამი ძროხის ხორცი, რომელიც დაჭრილია პატარა ნაჭრებად, და ტომატის პასტა. ხარშეთ, სანამ ხორცი არ მოიხარშება. შეკმაზეთ გემოვნებით და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი საკმაზის ნაკრები.

დიეტა მეორე ტიპის ქალებისთვის

პირველი დღე
საუზმე: 100 გრამი ნიგოზი და გამხმარი ხილი (ჩირი) აურიეთ სოიოს იოგურტში.

სადილი: ერთი დაჭრილი პამიდორი აურიეთ 125 გრამ კონსერვირებულ სიმინდში და შეურიეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი. შეკმაზეთ სოუსით, რომელიც შედგება 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენის, 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენის, გახეხილი ყველისა და მდოგვისგან. სალათს მიაყოლეთ 1 ნაჭერი შავი პური. დესერტად კი მიირთვით 1 მუჭა კაკალი და ჩირი.

ვახშამი: მოხარშეთ 40 გრამი ყავისფერი ბრინჯი. დაჭერით ავოკადოს მეოთხედი, პამიდორი და ბულგარული წიწაკა. წიწაკა შეწვით 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში 1 კბილ ნიორთან, წვრილად დაჭრილ 1 ხახვთან და 80 გრამ ძროხის ხორცის ფარშთან ერთად 4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ 4 ღერი ბაზილიკა და კიდევ მოშუშეთ 3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაუმატეთ ავოკადო და პამიდორი. ბოლოს აურიეთ ბრინჯი.

მეორე დღე
საუზმე: 100 გრამი ახალი ხილის ასორტი, ბანანისა და ყურძნის გარდა, და 1 ჭიქა სოიოს იოგურტი ან რძე.

სადილი: დაჭერით საშუალო ზომის სტაფილო, 50 გრამი ნიახურის ფოთლები და კიტრი. შეურიეთ მეოთხედი ავოკადო, რომელიც წვრილად გვაქვს დაჭრილი, 1 სუფრის კოვზი ლიმნისა და 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენები. შეკმაზეთ მდოგვითა და მარილით. შეგიძლიათ მიირთვათ 1 ნაჭერი შავი პური, 1 მუჭა ნიგოზი და ჩირი.

ვახშამი: დაჭერით საშუალო ზომის ხახვი, ბულგარული წიწაკა და პამიდორი. 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში მოშუშეთ ხახვი და წვრილად დაჭრილი 1 კბილი ნიორი. დაუმატეთ 80 გრამი კონსერვირებული წითელი ლობიო, 2 სუფრის კოვზი ბოსტნეულის წვენი და მოხარშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. ჩაყარეთ პამიდვრები და კიდევ შუშეთ 3 წუთის განმავლობაში. შეკმაზეთ თქვენი გემოვნებით.

მესამე დღე
საუზმე: იგივე, რაც მეორე დღეს.

სადილი: სალათი 1 სტაფილოთი, 1 ყაბაყითა და 50 გრამი ნიახურის ფოთლები. სოუსისთვის აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ფორთოხლისა და ლიმნის წვენი, მარილი, პილპილი და ცოტა მდოგვი. ერთი ნაჭერი შავი პური. 1 მუჭა ნიგოზი ჩირით.

ვახშამი: დაჭერით 3 პამიდორი, წინასწარ გააცალეთ მას კანი. ტაფაზე გააცხელეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ მასში დაჭრილი პამიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი ნიორი. დაუმატეთ 40 გრამი ოსპი და 600 გრამი ბოსტნეულის წვენი. თავი დაახურეთ და ისე მოამზადეთ 12 წუთის განმავლობაში. მარილი და პილპილი – გემოვნებით.

როგორ დავიკლოთ 3 დღეშიდიეტა “ამაზონკებისთვის”

პირველი დღე
საუზმე: 2 შავი პურის ნაჭერი, რომელთა შორის მოთავსებულია უცხიმო ხაჭო და 1 ნაჭერი მოხარშული ძეხვი (იდეალურ შემთხვევაში, ინდაურის ფილე).

სადილი: დაჭერით წვრილად 1 მოხარშული ჭარხალი, გახეხეთ 1 სტაფილო. აურიეთ 1 თავ წვრილად დაჭრილ ხახვთან და სალათის ფოთლებთან ერთად და შეკმაზეთ “ენერგეტიკული საკმაზით”. მიირთვით 1 ნაჭერი შავი პური, შემდეგ კივი. “ენერგეტიკული საკმაზის” რეცეპტი (გათვლილია 3 დღეზე): 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 4 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 4 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი, 3 სუფრის კოვზი ბოსტნეულის წვენი, 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 სუფრის კოვზი მდოგვი და 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი უნდა ავურიოთ კარგად ერთმანეთში.

ვახშამი: გააცხელეთ ქვაბში 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 კბილი ნიორი და პატარა ყაბაყი. დაუმატეთ 40 გრამი ოსპი (უკეთესია ნარინჯისფერი), 250 გრამი ბოსტნეულის წვენი და 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი. მოშუშეთ 8 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე და შეკმაზეთ მარილითა და პილპილით გემოვნებით. ცალკე მოშუშეთ 100 გრამი ლოსოსის ფილე (ან ნებისმიერი თევზი, თქვენი გემოვნებით). თეფშზე ჯერ დადეთ ოსპი, ზემოდან კი ლოსოსის ფილე. გაალამაზეთ ლიმნის ნაჭრებით.

მეორე დღე
საუზმე: შავი პურის დახურული ბუტერბროდი (ან 2 ჩვეულებრივი ნაჭერი), რომლის შუაშიც მოთავსებულია უცხიმო ხაჭო, კიტრის ნაჭრები და სალათის ფოთლები.

სადილი: მეოთხედი ავოკადო და 2 ბულგარული წიწაკა შესაბამისად დაჭერით კუბიკებად და წვრილ ზოლებად. შეურიეთ დაჭრილი ხახვი და “ენერგეტიკული საკმაზი”. დაჭერით კუბიკებად 50 გრამი ყველი მოცარელა და დაუმატეთ სალათას. 1 ნაჭერი შავი პური, მანდარინი.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონში მოვხარშოთ 100 გრამი ქათმის ფილე. ამოვიღოთ ქათამი და იმავე ბულიონში მოვხარშოთ 40 გრამი ბრინჯი, დავუმატოთ მრგვალად დაჭრილი სტაფილო და ბოლოს, დაქუცმაცებული 1 კბილი ნიორი. შევკმაზოთ გემოვნებით და მოვაყაროთ ოხრახუში.

მესამე დღე
საუზმე: შავი პურის 2 ბუტერბროდი უცხიმო ხაჭოთი და შებოლილი ლოსოსით.

სადილი: წვრილად დავჭრათ კიტრი, სტაფილო, 40 გრამი შებოლილი ინდაურის ფილე (ან ნებისმიერი უცხიმო ძეხვი), სალათის რამდენიმე ფოთოლი. შევკმაზოთ “ენერგეტიკული საკმაზით”. 1 ნაჭერი შავი პური. ვარდისფერი გრეიპფრუტი.

ვახშამი: მოხარშეთ 60 გრამი სპაგეტი (უნდა იყოს ოდნავ მაგარი, ანუ ისე, როგორც იტალიელები ხარშავენ). გააკეთეთ ბოსტნეულის სოუსი შემდეგნაირად: მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 კბილი ნიორი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, 2 პამიდორი, დაუმატეთ ცოტაოდენი ბოსტნეულის ბულიონი და 2 სუფრის კოვზი ბაზილიკი. შეკმაზეთ გემოვნებით. გადმოდეთ სპაგეტი თეფშზე, ზემოდან მოასხით ბოსტნეულის სოუსი, შემდეგ კი 50 გრამი ყველი მოცარელა, რომელიც კუბიკებად არის დაჭრილი.