წესები ბრონქიტით დაავადებულთათვის
სვით ბალახებისგან დამზადებული ნაყენები. ისინი ნაცადი და საიმედო, ამასთანავე, სრულიად უსაფრთხო საშულებები გახლავთ.
მიირთვით ქათმის ნახარშები და ბულიონები, აუცილებლად ჩაამატეთ ბულიონში ცხარე სანელებლები – პილპილი, ნიორი, წითელი წიწაკა და დარიჩინი. ამგვარად შენელებული ბულიონი ერთიათად აძლიერებს ბრონქებიდან ლორწოს გაწოვასა და ამოხველებას.
ნურც სავლებ საშუალებებსა და პროცედურებს დაივიწყებთ.
გთავაზობთ ერთ რეცეპტს: ჭიქა წყალი დაასხით ს/კ პირშუშხას და ს/კ ნატურალურ თაფლს. კარგად მოურიეთ და ყელში გამოივლეთ, შემდეგ კი ჩაყლაპეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. შესაძლოა, ის არც ისე სასიამოვნო გეჩვენოთ, მაგრამ ეფექტი ნამდვილად ექნება: ცხარე სანელებლები ნაწილობრივ ილექება ყელში და ბრონქულ მილებში წყლის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ ლორწოს გათხელებას უწყობს ხელს.
ოთახი დღეში ორჯერ გაანიავეთ, რათა ამოხველებული მიკრობებით გაჯერებული ჰაერი გაიწმინდოს.