გაიძლიერეთ იმუნიტეტი
იმუნიტეტი შეიძლება გაიძლიეროთ ფიტოსაშუალებებითაც:
შეურიეთ ერთმანეთს 3-3 ს/კ მარწყვა-ბალახი, თავშავა და 1 ს/კ აბზინდა. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ და 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გადმოდგით და გააჩერეთ 45 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ სამჯერ დღეში ჭამამდე. შეგმატებთ მხნეობას, დაგიცავთ გაციებისა და საგაზაფხულო ავიტამინოზისგან.
ჭინჭარს თანამედროვე მედიცინაც დიდ პატივს სცემს. ჭინჭრის ფოთლები მდიდარია C, K, B2 ვიტამინებით, კაროტინით, პანთოთეკური მჟავათი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც აქვთ ფიტონციდური, ჭრილობების შემხორცებელი და სისხლის შემაჩერებელი თვისებები. ჭინჭარი შედის კუჭის სამკურნალო ნაერთში, ასევე ისეთ წამლებში, როგორიცაა “ალოქოლი”, “ქლოროფილი”.
ჭინჭარში ბევრია აცეტილქოლინი, ჰისტამინი, ფიტოესტროგონები, რომელთა წყალობითაც ის გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, შაქრის დონის დამწევი და დამამშვიდებელი საშუალება.
დაიმახსოვრეთ: ჭინჭარი არარეკომენდებულია თრომბოფლებიტის დროს.