სასარგებლო რჩევები

“მოვათვინიეროთ” შაკიკი

"მოვათვინიეროთ" შაკიკი
https://lh3.googleusercontent.com/-YgSNtcGuZ84/TzEO_BnR4yI/AAAAAAAABf8/JEnHuCpfMAk/s285/%25D0%2593%25D0%25BE%25D0%25BB%25D0%25BE%25D0%25B2%25D0%25BD%25D0%25B0%25D1%258F-%25D0%25B1%25D0%25BE%25D0%25BB%25D1%258C2.jpgშაკიკის სიმპტომები ჯერ კიდევ ქრისტემდე II საუკუნეში აღწერეს. მაგრამ მედიცინა დღესაც უძლურია, დაადგინოს შაკიკის გამომწვევი მიზეზები. არის მოსაზრება, რომ ის მემკვიდრეობითია.
ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან განსხვავებით შაკიკის შეტევები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. შუბლის ერთ მხარეს პულსირებადი ტკივილი ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. შაკიკი შეიძლება პატარებსაც დაემართოს.
შაკიკს ახლავს გულისრევის შეგრძნება, ადამიანი ვერ უძლებს სინათლეს და ხმაურს. შეტევას წინ უსწრებს მხედველობის დარღვევა, იწყება არა მარტო მხედველობითი და ბგერითი, არამედ ყნოსვითი ჰალუცინაციები და მეტყველების პრობლემები.
შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს: ჰორმონებმა (ხშირად დაკავშირებულია ქალებში კრიტიკულ დღეებსა და კლიმაქსთან), ნეგატიურმა ემოციებმა, სტრესებმა, ერთ ადგილას დიდხანს ჯდომამ, ალკოჰოლმა, კაკაომ, თამბაქოს ბოლმა, დიდხანს ძილმა, კაკალმა, შოკოლადმა და ყველმა, კაშკაშა მზემ, მკვეთრმა სინათლემ, გონებრივმა და ფიზიკურმა გადატვირთვამ, წვრილცხვირიანმა და მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა, ბიუსტჰალტერმა, რომელიც აწვება სისხლძარღვებს და იწვევს კუნთების მძაფრ სპაზმს.
შაკიკის დროს უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ტკივილგამაყუჩებელი ანალგეტიკები, ჩაიტაროთ მანუალური თერაპია, მასაჟი, რეფლექსო და ფსიქოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები. თავი აარიდეთ სინათლეს, ხმაურს, წითელ ღვინოს, ხშირად გაანიავეთ ოთახი, იძინეთ ფარდებჩამოფარებულ ოთახში და ისიც არა დიდხანს. ექიმის რჩევით სვით ხალხური სამკურნალო საშუალებები – პიტნის არომატმა შეიძლება დაგამშვიდოთ და ტკივილი დაგიამოთ.