სულგუნი ყველის ერთ-ერთ საუკეთესო სახეობად დასახელდა
ქართული ყველი მსოფლიო კულინარიის რუკაზე აღმოჩნდა. პორტალმა Insider მსოფლიოში ყველის საუკეთესო სახეობების შესახებ ვიდეო მოამზადა, რომელშიც ქართული სულგუნიც მოხვდა.
ქართული ყველის მკვლევარის თქმით, ქვეყანა, რომელშიც ამ პროდუქტის 30-ზე მეტი სახეობაა, მსოფლიო კულინარიაში მალე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
რამდენიმე წლის წინ ყველის კიდევ ერთ სახეობას – „ტენილს“ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
- ინფორმაციას ქართული მედიასაშუალებები ავრცელებენ.