სასარგებლო რჩევები

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

დენგეს ვირუსირამდენიმე დღის წინ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, დენგეს ვირუსის გადამტანი კოღო რამდენიმე წლის წინ პირველად დასავლეთ საქართველოში იქნა აღმოჩენილი, მას შემდეგ შავი ზღვისპირა ზოლში ტარდება კოღოს საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები.

რა არის დენგეს ვირუსი

დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes Aegypti-ს ტიპის კოღოები არიან.

დენგეს ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული მდედრი კოღოს ნაკბენით. ვირუსის მთავარი მტარებლები და გამავრცელებლები დაავადებული ადამიანები არიან. ისინი კოღოებისათვის წარმოადგენენ ვირუსის წყაროს. პაციენტებს, რომლებიც უკვე არიან დენგეს ვირუსით ინფიცირებული, Aedes კოღოების მეშვეობით პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 4–5 დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 12 დღე) შეუძლიათ ინფექციის გადაცემა.

კოღო Aedes Aegypti ძირითადად ცხოვრობს ურბანულ გარემოში და ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინტერებსა და სათავსოებში სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. სხვა კოღოებისაგან განსხვავებით, Ae. Aegypti იკვებება დღისით; მისი კბენის ყველაზე მაღალი სიხშირე ფიქსირდება ადრე დილით და შებინდებამდე საღამოს. გამოკვების ყოველი პერიოდისას, მდედრი კოღო Ae. Aegypti, კბენს რამოდენიმე ადამიანს.

დენგეს ცხელება არის მწვავედ მიმდინარე, გრიპისმაგვარი დაავადება, რომლითაც ავადდებიან ჩვილები, ბავშვები და მოზრდილები. ლეტალური გამოსავალი ამ დაავადებას ახასიათებს შემთხვევათა 2.5%-ში.

არსებობს დენგეს გამომწვევი ვირუსის ოთხი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი, სეროტიპი (DEN-1, DEN-2, DEN-3, DEN-4). ინფექციისაგან გამოჯანმრთელება უზრუნველყოფს ამ კონკრეტული სეროტიპის მიმართ სამუდამო იმუნიტეტს.

დენგეზე ეჭვი უნდა იქნას მიტანილი, როდესაც მაღალ ცხელებას (400C) ახლავს ჩამოთვლილიდან ორი სიმპტომი მაინც: მწვავე თავის ტკივილი, თვალების უკან ტკივილი, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, გულისრევა, პირღებინება, შეშუპებული ჯირკვლები ან გამონაყარი.

დენგეს ვირუსიინფიცირებული კოღოს კბენისა და 4-10 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, ავადმყოფობის სიმპტომები ძირითადად 2–7 დღეს გრძელდება.

მწვავე დენგეს მკურნალობისას, მნიშვნელოვანია პაციენტის სხეულის სითხის მოცულობის შენარჩუნება.

დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინა დღესდღეობით არ არსებობს.

 პრევენცია და კონტროლი:

  • ამჟამად, დენგეს ვირუსის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის ერთადერთი მეთოდი არის ინფექციის გადამტანი კოღოების წინააღმდეგ ბრძოლა შემდეგი გზებით:
  • გარემოს დაგეგმარებითა და მოდიფიცირებით, კოღოებისათვის კვერცხების დასადებ ადგილებამდე შეღწევაში ხელის შეშლა;
  • მყარი ნარჩენების სათანადო გატანა/შენახვა/განადგურება და ხელოვნური, ადამიანის ხელით შექმნილი მწერის ცხოველმყოფელობის გარემოს მოშორება-განადგურება;
  • წყლის შესანახი საშინაო კონტეინერების დახურვა, დაცლა და გაწმენდა ყოველკვირეულად;
  • წყლის შესანახი სახლგარეთა კონტეინერებში შესაბამისი ინსექტიციდების გამოყენება;
  • საოჯახო, დაცვის პერსონალური საშუალებების გამოყენება, ისეთების, როგორიცაა ფანჯრის ბადეები, გრძელ სახელოებიანი ტანისამოსი, ინსექტიციდებით დაცული ქსოვილები, სპირალები და გამაფრქვევლები;
  • გადამტანების მდგრადი კონტროლირებისათვის  საზოგადოების მონაწილეობისა და მობილიზაციის გაუმჯობესება;
  • ეპიდაფეთქებებისას, სივრცის ინსექტიციდებით მორწყვითი მანიპულაციის, როგორც გადამტანთა სასწრაფო გასაკონტროლებელი ღონისძიების, ჩატარება;
  • გადამტანების აქტიური მონიტორინგი და ეპიდზედამხედველობა, რათა განისაზღვროს  ინტერვენციების კონტროლის ეფექტურობა.

ბოლო ათწლეულებში, დენგეს ინციდენტობა მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. 2.5 მილიარდამდე ადამიანი ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 40%-მდე იმყოფება დენგეს განვითარების რისკის ქვეშ

 

  • მასალა მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის  (NCDC) ინფორმაციის საფუძველზე