სასარგებლო რჩევები

სოკოს აუზი უყვარს, პლაჟი არა

სოკოს აუზი უყვარს, პლაჟი არამიკოზს ნუ ეხუმრებით!
ბევრი ადამიანი ტერფებსა და თითებს შორის ქავილს ყურადღებას არ აქცევს. არადა ეს შეიძლება სოკოვანი დაავადება მიკოზის საწყისი ეტაპი იყოს.

დაავადება კი თანდათან პროგრესირებს და მისი მკურნალობა ძალიან ძნელია, ვიდრე ადრეული ნიშნების გამოვლენისას.

ამავდროულად უკანასკნელი მეცნიერული გამოკვლევებით გაირკვა რომ სოკო გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ადრე თვლიდნენ. დადგენილია რომ დაზიანებული ფრჩხილები ძლიერ დასუსტებული იმუნიტეტის ნიშანია.

სოკოვანი ინფექციები სხვადასხვაა, მაგრამ კანისა და ფრჩხილების დაზიანება ყველაზე გავრცელებულია. მიკოზი გადამდები დაავადებაა, რომელიც საყოფაცხოვრებო საგნებს გადაეცემა. თუ ოჯახის რომელიმე წევრი სოკოთი დასნებოვნდა, პროფილაქტიკური ზომები მთელმა ოჯახმა უნდა მიიღოს.

თვითდინებაზე მიშვებისას სოკო დაუბრკოლებლად მრავლდება მთელ ორგანიზმში დასეირნობს, სისხლძარღვოვან და ლიმფურ სისტემებში იხლართება. მძიმე შემთხვევებში კი სოკომ შეიძლება ტვინის გარსშიც კი შეაღწიოს.

მხედველობაში იქონიეთ
პირველ სიმპტომებს – ტერფებსა და თითებს შორის ქავილს –ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, იქავებს და ითმენს. კანი თანდათან სკდება, ნახეთქები ჭრილობად იქცევა, ხოლო ფრჩხილები საშინლად გადაგვარდება. თუ ექიმს დროულად მიმართავთ სოკოს საწინააღმდეგო კრემებით მკურნალობა საკმარისი აღმოჩნდება.

მხედველობაში იქონიეთ, რომ სოკოს სიმპტომები ადვილად შეიძლება აგერიოთ კანის ზოგიერთი დაავადების გამოვლინებაში(ფსორიაზი, ბრტყელი წითელი ლიქენი) და ფრჩხილების კოსმეტიკურ დისტროფიაში. ასეთ შემთხვევაში სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება არ შეიძლება.

ფრჩხილის ფორმის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა დაავადებიდან, სოკო მხოლოდ მათ ნახევარშია დამნაშავე. სოკოს სპორას ძალიან მკვრივი გარსი აქვს, ჩვენს ცილოვან უჯრედებს მათი „შეჭმა“ არ შეუძლიათ.ორგანიზმი ვერ ახერხებს ამ სნეულებას თვითონ გაუსწორდეს ამიტომ საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა.

სოკოგადადების გზა
გარდა საყოფაცხოვრებო საგნებისა, სოკოთი დასნებოვანების ტიპიური გზაა: მანიკურის ინსტრუმენტები, ფეხსაცმელი, ხელის ჩამორთმევა (ხელისგულის სოკოც არსებობს), აუზი, აბანო, სპორტდარბაზის, ფიტნესის გასახდელი(მოკლედ ყველა ის ადგილი, სადაც ადამიანები ფეხშიშველი დადიან), ასევე სასტუმროში პირსახოცი და ხალიჩა.

სოკოს სპორები ყველაზე კომფორტულად ცხოვრობენ იქ სადაც სითბო და ტენია. ამიტომ აუზზე, აბანოში და პლაჟზე საშხაპეში სოკოთი დასნებოვანება ძალიან ადვილია. სამაგიეროდ პლაჟზე განსაკუთრებული რისკი არ არსებობს. გავარვარებულ კენჭებზე სოკოს სპორები „ხმება“და სიცოცხლისუნარიანობას კარგავს.

მკურნალობა
არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ მიკოზი ისეთი უმნიშვნელო დაავადებაა, რომ ამისთვის ექიმთან მისვლა არ ღირს!

მეტად მნიშვნელოვანია დერმატოლოგს ან მიკოლოგს დროულად მიმართოთ და სპეციალური თერაპია ჩაიტაროთ. ასევე მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად იმუნომოდულატორები ინიშნება.
მიკოზის მკურნალობის პრიოდში მეტად მნიშვნელოვანია ყველაფრის დეზინფექცია, რასაც სოკო ეხება:

  • აბაზანის კედლები და ძირი სარეცხი ფხვნილისა და ქლორის ნარევისგან დაამუშავეთ.
  • 25%–იან ფორმალინში ან 40%–იან ძმარმჟავაში დასველებული ტამპონით კარგად გაწმინდეთ ფეხსაცმლის ღაბაში და გვერდები. შემდეგ ტამპონი შიგ ჩადეთ და ფეხსაცმელები ერთი დღე–ღამის განმავლობაში ცელოფნის პარკში შეფუთული დატოვეთ.
  • თეთრეული გამოხარშეთ და ცხელი უთოთი დააუთოეთ.
  • მანიკიურის მაკრატელი სპირტში ჩადეთ და შემდეგ გაზქურის სანათურის ალზე გაახურეთ.

როგორ დავიცვათ თავი
აუზის, საერთო საშხაპის ან აბანოს შემდეგ ფეხები საპნით დაიბანეთ, რათა მათზე მიკრული სოკოს სპორები კარგად ჩამოიბანოს და კანში არ შეაღწიონ. ფეხები არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თავისით გაშრეს. შემდეგ ფეხისგულებზე სოკოს საწინააღმდეგო კრემი წაისვით. თუ არ გაქვთ, 6%–იანი ძმარში დასველებული ტამპონით დაიმუშავეთ.

თუ სტუმრად ღამისთევით მიდიხართ, დიასახლისის ჩუსტები არ ჩაიცვათ საკუთარი წაიღეთ. თუ ოჯახში სოკოთი რამოდენიმე წევრია დასნებოვანებული მკუნალობა ყველამ ჩაიტარეთ.