მკურნალობა პომიდვრით
პომიდორი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, იგი შეიცავს: A, B1, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინებს და ბეტა კაროტინს, ვაშლის, ლიმონისა და ღვინის ორგანულ მჟავებს. არის დაბალკალორიული — 100 გრამი 23 კკალ-ს შეიცავს.
პომიდვრის ნაყოფი შეიცავს 85-96% წყალს და 3,5-10,5% მშრალ ნიფთიერებებს, რომელთა შორის არის ცილები (0,75-0,95%), ნახშირწყლები (1,7-6,4%), C ვიტამინი (15-40 მგ) და კალიუმი (316 მგ-მდე).
პომიდვრის მოყვარულნი ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით.
დაკვირვებამ აჩვენა: ვინც კვირაში არანაკლებ 10 პომიდორს მიირთმევს, მათი პროსტატიტით დაავადების შესაძლებლობა 45%-ით ნაკლებია დანარჩენებთან შედარებით.
ნაყოფი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებას – ლიკოპენს, პიგმენტს, რომელიც პომიდორს აძლევს წითელ ფერს და გარკვეული რაოდენობით ყველა წითელი ფერის ბოსტნეულში შედის.
ასე რომ მიირთვით პომიდორი და სიმსივნისგან გარკვეულ წილად დაზღვეულნი იქნებით.
როცა საუბარია პროდუქტის სარგებლიანობაზე, იგულისხმება, რომ სამკურნალო ეფექტი მიიღება მისი ცოცხლად მიღების შემთხვევაში, პომიდორი კი კონსერვირებულიც სასარგებლოა.
პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს.
B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის კანის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და საერთოდ გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე.
პომიდორში შემავალი პექტინი ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.
პომიდორს საუკეთესო ნატურალური ანტიდეპრესანტია მასში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას.
პომიდვრის წვენის ხშირი გამოყენება ამცირებს ტრომბოზის, ნაწლავის გაუვალობას, ვარიკოზის რისკს.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პომიდორი ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია, ამიტომ ვისაც საკვების მიმართ ალერგია ახასიათებს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
პომიდორს უნდა მოერიდეთ თუ თირკმლის მწვავე პათოლოგიით ხართ დაავადებული.
პომიდორი მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირებისთვისაც, რადგან ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას.
ზომიერებაა საჭირო გასტრიტის, პანკრეატიტის და კუჭის წყლულის დროს.