სასარგებლო რჩევები

სასიკვდილო საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქცია

ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთი ან პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისთვისაც კი სახიფათოა.

მეცნიერებმა რამდენიმე განსაკუთრებით საშიში ნივთების სია გამოაქვეყნეს.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა დეოდორანტები – მათ შემადგენლობაში შედის პარაბენები, რომელთა მავნებლობა ორგანიზმისთვის უკვე მრავალი გამოკვლევით არის დადასტურებული.

სასიკვდილო საყოფაცხოვრებო ნივთებიტატუსა და თმის საღებავებიც არანაკლებ საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამერიკელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ისინი, ვისაც ტატუ აქვს გაკეთებული, მელანომის განვითარების დიდი რისკის ქვეშ არიან, ხოლო, ქალები, რომლებიც ხშირად იღებავენ თმას – ძუძუს კიბოს რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ.

ორგანიზმისთვის ასევე მავნებელია ფრჩხილის ლაქი, რომლის შემადგენლობაში შედის მძიმე ტოქსიკური ნივთიერები, მაგალითად, ერთ-ერთია ტოლუოლი (არომატული თხევადი ნახშირწყალბადი, რომელსაც იყენებენ ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებაში).

ექსპერტებმა  საშიში ნივთების სიაში შეიყვანეს პლასტიკატის ჭურჭელიც და  ტეფლონიზირებული ქვაბები და ტაფები. ტეფლონი მეტალის გარე საფარველად გამოიყენება და მისი ფუნქციაა, ჭურჭელმა კერძი არ მიიწვას, მაგრამ ჭურჭლის გახურებისას ტეფლონი ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოიყოფს.

ამავე სიაში მოხვდა – რადონი და აზბესტი – სამშენებლო მასალებში შემავალი ნივთიერებები.