სასარგებლო რჩევები

დიდხანს ძილი სახიფათოა

დიდხანს ძილი სახიფათოაამერიკელი მეცნიერების აზრით, დიდხანს ძილი ქალებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უქადის.

ქალები, რომლებსაც დღე-ღამეში 7 საათზე მეტი სძინავთ (დღის საათების ჩათვლით), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკჯგუფს წარმოადგენენ, თუმცა ქალებს, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, ორჯერ მეტი ალბათობა აქვთ, დაემართოთ ინფარქტი, სტენოკარდია, ინსულტი და გულის იშემიური დაავადება.

დასავლეთ ვირჯინიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს, რომლებსაც დღე-ღამეში 9 საათი და მეტი სძინავთ, ორჯერ მეტად აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები.

რისკჯგუფში ასევე მოხვდნენ 60-65 წლის ქალბატონები, რომლებსაც დღე-ღამეში 5 საათზე ნაკლები სძინავთ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ძილის ნაკლებობას უშუალო კავშირი აქვს ანგინასთან, ყელისა და სასუნთქი გზების სხვა ანთებით დაავადებებთან. ასე რომ, ორგანიზმისთვის მავნებელია არა მარტო ქრონიკული უძილობა და ძილის ნაკლებობა, არამედ გადაჭარბებული ძილიც.

ძილის იდეალურ ხანგრძლივობად მეცნიერებმა 7 საათი მიიჩნიეს.

ძილის ნაკლებობა თუ ხანგრძლივობა გულისა და სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევასთან ერთად ნერვული სისტემის დარღვევებსაც იწვევს, დაღლილობის სინდრომიდან და გაღიზიანებიდან დაწყებული, სტრესებითა და დეპრესიით დამთავრებული.