სწრაფი სიარული ინსულტისგან გვიცავს
კვლევის შედეგების მიხედვით, ინსულტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირებისთვის საკმარისია ქალებმა ყოველდღიურად ჩქარი ნაბიჯით გაისეირნონ. ნაშრომი გამოქვეყნებულია ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის ჟურნალში “ინსულტი” (Stroke).
როგორც ირკვევა, იმ ქალებში, რომლებიც გასეირნებას ყოველდღიურად ახერხებენ, ინსულტის განვითარების რისკი კლებულობს 37%-ით უფრო ნაკლებად მოძრავ ქალებთან შედარებით.
კვლევაში მონაწილეობდა 45 წელზე მეტი ასაკის 39 000 ქალი, რომლებიც, ასევე, მონაწილეობდნენ კვლევაში “ქალის ჯანმრთელობა”. ყველა მონაწილეს აკვირდებოდნენ 12 წლის მანძილზე.
ამ პერიოდში ინსულტი 579 ქალს განუვითარდა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, აღნიშნული ეფექტის მიზეზია აქტიური მოძრაობის დროს სისხლის მიმოქცევის აჩქარება, რაც არ აძლევს სისხლს შედედებისა და თრომბის წარმოშობის საშუალებას.