შეამცირეთ მარილი
თუ წონაში დაკლება გსურთ, მოგიწევთ რაციონში მარილის რაოდენობის შემცირება:
მარილი აფერხებს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა გადაეჩვიოთ მარილიან საკვებს.
გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები:
- დილით, საუზმედ შეარჩიეთ ნაკლებმარილიანი საკვები;
- თუ კერძებს დაუმატებთ საწებელს ან მაიონეზს, ამით ზრდით საკვებში მარილის რაოდენობას. ამიტომ კეტჩუპი შეცვალეთ ნაკლებად მარილიანი ტომატის პასტით, მაიონეზი კი – უცხიმო არაჟნით. სოიის მარილიანი სოუსი შეცვალეთ ლიმონის წვენით, ნივრით, ქინძით, რათა კერძი არ გაგიმწარდეთ და კუჭ-ნაწლავი არ გაგიღიზიანდეთ, დიდი სიფრთხილითა და გემოვნებით დაამატეთ წიწაკა;
- ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, ნიახური კერძებს მატებს საუკეთესო გემოს. მთავარია, იცოდეთ, რომელ კერძს რომელი მწვანილი უხდება: მაგალითად, კარტოფილს უხდება კამა, თევზსა და ხორცს (განსაკუთრებით ცხვრისას) – როზმარინი და ქინძი, პომიდორს – რეჰანი.
მარილის რაოდენობის გასაკონტროლებლად სასურველია თავად მოამზადოთ კერძი. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნახევარფაბრიკატებს ბევრ მარილსა და წიწაკას ამატებენ, გარდა ამისა, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ამატებენ კვებით საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს.