დიეტა

რამდენიმე ეფექტური დიეტა

წონაში დაკლების მსურველებს გთავაზობთ, რამდენიმე ეფექტურ დიეტას და რჩევებს, რომლებიც დიეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

ფინური დიეტა:

ფინური დიეტა რაციონიდან გამორიცხავს ცხოველურ ცხიმებს, ბრინჯს, ტკბილეულს. ზღუდავს მარილს, თუმცა მათ სანაცვლოდ შეგიძლიათ მიიღოთ თევზეული და ზღვის სხვა პროდუქტები.

ფინური სუპი: წვრილად დაჭერით ნახევარი კილოგრამი ხახვი, 200 გრამი პრასი, 300 გრამი ოხრახუში, 200 გრამი ბოლოკი, 250 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გრამი სტაფილო, დაასხით დაახლოებით 2 ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი და აადუღეთ დაბალ ცეცხლზე ბოსტნეულის მოხარშვამდე. მარილი – ძალიან მცირე რაოდენობით.

კვება, ამასთანავე, შეგიძლიათ შეავსოთ თევზეულით, სალათებით ან ხილით (თითოეული დანამატი არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს).

იაპონური დიეტა

I დღე:

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, კომბოსტოს სალათა (შეზავებული ზეთით), 1 ჭიქა ტომატის წვენი ან 1 ცალი პამიდორი;

ვახშამი: თევზი – მოხარშული ან შემწვარი, კომბოსტოს სალათა ზეთით.

II დღე

საუზმე: შავი ყავა ორცხობილასთან ერთად;

სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, კომბოსტოს სალათა ზეთით;

ვახშამი: მოხარშული საქონლის ხორცი 200 გრამი, 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.

III დღე

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: უმი კვერცხი, 3 დიდი მოხარშული ზეთში შეზავებული სტაფილო;

ვახშამი: ვაშლი.

IV დღე

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: 1 შეკვრა ზეთში მოთუშული ძირთეთრა ან ოხრახუში, ვაშლი;

ვახშამი: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, კომბოსტოს სალათა ზეთით.

V დღე

საუზმე: გახეხილი, ლიმონის წვენით შეზავებული სტაფილო;

სადილი: დიდი ზომის თევზი (დაახლოებით 250 გრამი) მოხარშული ან შემწვარი, 1 ჭიქა ტომატის წვენი;

ვახშამი: ისევ თევზი, კომბოსტოს სალათა ზეთით.

VI დღე

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი (250 გრამი), სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა;

ვახშამი: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი. გახეხილი სტაფილოს სალათა ზეთით.

VII დღე

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: მოხარშული საქონლის ხორცი 200 გრამი და ხილი;

ვახშამი: ვაშლი.

დიეტის ხანგრძლივობა 14 დღეა. დიეტის შემდეგ თავი შეიკავეთ კალორიული საკვების მიღებისგან.

ერთთვიანი დიეტა

9 საათზე: რძით დამზადებული უშაქრო და უცხიმო ბრინჯის ფაფა 1 ჩაის ჭიქა და 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.

12 საათზე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი კვერცხში ამოვლებული შემწვარი პური და ერთი ნაჭერი ყველი.

15 საათზე: ბოსტნეულის ბულიონით მომზადებული ლობიოს სუპი – 1 ჩაის ჭიქა. ხბოს ან საქონლის შემწვარი ხორცი 1 ნაჭერი, სალათის ფოთლები და 1 ჩაის ჭიქა ჩირის უშაქრი კომპოტი.

17 საათზე: 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი და ნახევარი გრეიპფრუტი.

20 საათზე: 1 ჭიქა პიტნის უშაქრო ჩაი და 2 ცალი ორცხობილა.

დიეტის ხანგრძლივობა ერთი თვეა, ოღონდ ამ ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად უნდა ივარჯიშოთ (შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები შეცვალოთ შემცვლელებით. მაგ: ნახშირწყლები მიიღოთ არა ბოსტნეულიდან, არამედ კარტოფილიდან, ხილისა და სხვადასხვა ბურღულეულიდან).

წიწიბურას დიეტა

საღამოს აიღეთ 1,5 ჭიქა წიწიბურა და მოხარშეთ 3–5 ჭიქა უმარილო წყალში. გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ მიიღეთ 3 ნაწილად გაყოფილი მოხარშული წიწიბურას პირველი ნაწილი მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის (სტაფილო, პომიდორი) წვენი;

საუზმე: მეორე წილი წიწიბურა;

ვახშამი: მესამე წილი წიწიბურა.

დიეტის მეშვეობით ერთ კვირაში 5–დან 10 კილოგრამამდე დაიკლებთ.