როგორ ვიკვებოთ ზამთარში, ფორმა რომ შევინარჩუნოთ
დადასტურებულია, რომ ადამიანების უმრავლესობა ზამთარში წონაში იმატებს, რადგან სიცივეში მადა უფრო ძლიერდება.
ზამთარი ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია, ამიტომ გთავაზობთ რჩევას, თუ როგორ უნდა ვიკვებოთ ზამთარში, რომ სასურველი ფორმა შევინარჩუნოთ.
კვირის რაციონში შეიტანეთ თევზი და ზღვის პროდუქტები;
შეეცადეთ მიიღოთ კომბოსტო (როგორც ყვავილოვანი, ისე ჩვეულებრივი);
აუცილებელია ხორციც (საქონლის ან ცხვრის – მაგრად მოხარშული);
ყავა შეცვალეთ ბეგქონდარას ნახარშით – ის სასარგებლოა ორგანიზმისთვის (არ მოქმედებს გულზე).
აუცილებელია ი ვიტამინის მიღებაც, ამიტომ მიირთვით კაკალი და თეთრი ლობიო.
ეს პროდუქტები ზამთარში ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ავსებს და, რაც მთავარია, არ მოგვიმატებს ზედმეტ კილოგრამებს.