დიეტა, ჯანმრთელი კვება

როგორ შევუხამოთ კვების დროს პროდუქტები

როგორ შევუხამოთ კვების დროს პროდუქტებისაკვები პროდუქტების ურთიერთშეთავსების პრობლემებს მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერთა მრავალი ნაშრომი მიეძღვნა.

ამ მხრივ საინტერესო გამოკვლევები ჩაატარა დოქტორმა ჰერბერტ შელტონმა. მან შექმნა მეცნიერება კვების შესახებ, რომელსაც უწოდა “ორთოტროფია”, სადაც ნათლად ჩამოაყალიბა საკვები პროდუქტების შეთავსებადობის ძირითადი წესები:

1. ნურასოდეს მიიღებთ კონცენტრირებულ ცილოვან და ნახშირწყლებიან საკვებს ერთ ჯერზე:

ეს ნიშნავს: არ შეჭამოთ ნიგოზი, ხორცი, კვერცხი, ყველი და სხვა ცილოვანი საკვები პურთან, მარცვლოვან პროდუქტებთან, კარტოფილთან, ნამცხვართან, ტკბილ ხილთან ერთად. ერთ ჯერზე უნდა მიირთვათ კვერცხი, მეორეზე – თევზი, მესამეზე – რძე, მეოთხეზე – ყველი და სრულიად სხვა დროს – პური, ფაფეული, ან ატრია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცომეულზე, მაშინ ისინი ცალკე მიირთვით.

2. არასოდეს მიირთვათ ნახშირწყლოვანი და მჟავე საკვები ერთ ჯერზე:

ნუ შეჭამთ: პურს, კარტოფილს, ბარდას, პარკოსნებს, ბანანს, ფინიკს (ინდის ხურმა) და სხვა ნახშირწყლოვან პროდუქტებს ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, შტოშთან, პამიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან.

3. არასოდეს შეჭამოთ ორი კონცენტრირებული ცილოვანი საკვები ერთ ჯერზე:

სხვადასხვა სახისა და შემადგენლობის ცილოვანი პროდუქტები საჭიროებენ განსხვავებულ საჭმლის მომნელებელ წვენებს და კონცენტრაციებს. ეს წვენები კუჭში ერთსა და იმავე დროს არ გამოიყოფა, ამიტომაც ყოველთვის საჭიროა ამ წესის დაცვა: ერთი ცილოვანი საკვები – ერთჯერად მიღებაზე.

4. არასოდეს მიირთვათ ცხიმები ცილებთან:

ნაღები, კარაქი, არაჟანი, მცენარეული ზეთი არ უნდა შეჭამოთ ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილებთან. ცხიმი თრგუნავს კუჭის ჯირკვლებს და აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას.

5. არ ჭამოთ მჟავე ხილი ცილოვან საკვებთან:

ფორთოხალი, ლიმონი, პამიდორი, ანანასი, ალუბალი, მჟავე ქლიავი, მჟავე ვაშლი არ უნდა მიირთვათ ყველთან, ნიგოზთან, კვერცხთან, ხორცთან. რაც ნაკლებ რთულია საკვების ნარევი, რაც უფრო მარტივია ჩვენი კერძები, მით ეფექტურია ჩვენ მიერ საჭმლის მონელების პროცესი.

6. არ მიირთვათ სახამებლიანი საკვები და შაქარი ერთ ჯერზე:

ჟელე, ჯემი, ხილის ნაღების კარაქი, შაქარი, ბადაგი, სიროფი არ უნდა მირთვათ პურთან ან ერთ ჯერზე ფაფებთან, ან კიდევ ნამცხვრებთან – ღვეზელთან, ტორტთან, ფუნთუშეულთან. ყველაფერი ეს გამოიწვევს ნაწლავების დუღილს, შემდეგ კი ორგანიზმის მოწამვლას.

7. მიირთვით მხოლოდ ერთი კონცენტრირებული სახამებელი საკვების ერთ ჯერზე:

თუ სახამებლის ორი სახეობა (კარტოფილი ან ფაფეული, ან პური) მოიხმარება ერთჯერად მიღებაზე, მაშინ ერთი მათგანი გადამუშავდება, ხოლო მეორე ხელუხლებელი რჩება კუჭში, როგორც ტვირთი – არ გადადის ნაწლავებში, აფერხებს სხვა საკვების შეთვისებას, იწვევს დუღილს, ბოყინს, ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ა.შ.

8. რძე უმჯობესია, გადააქციოთ მაწვნად, მიიღოთ ცალკე ან საერთოდ არ მიირთვათ:

რძის ცხიმი რაღაც დროით აბრკოლებს კუჭის წვენის გამოყოფას. რძე შეითვისება არა კუჭში, არამედ თორმეტგოჯა ნაწლავში, ამიტომ რძის არსებობაზე კუჭი არ რეაგირებს სეკრეციით, რაც ხელს უშლის სხვა საკვების გადამუშავებას, თუ ის კუჭში მოხვდა რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად.
პროდუქტების სწორი ურთიერთშეთავსების მთავარი ამოცანაა დუღილისა და კუჭ–ნაწლავში საკვების გახრწნის თავიდან აცილება.

9. სალათებში არ უნდა დაემატოს არც მცენარეული ზეთები, არც სიმჟავენი:

სიმჟავეები ხელს უშლიან სახამებლისა და ცილების შეთვისებას. თუ საკვებს უმატებენ არაემულსიურ ცხიმებს, კუჭში მარილმჟავას გამოყოფა ნელდება, ან საერთოდ არ გამოიყოფა. ცხიმები ხელს უშლიან აგრეთვე ცილების გადამუშავებას. სალათების შეზავება, თუ ასე აუცილებელია, უმჯობესია ბოსტნეულისავე წვენებით. კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვენები, საკვებში ჩამატებული, ძლიერ ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას. გარდა ამისა, წვენები საგრძნობლად ამაღლებენ ფერმენტების შემცველობას.

10. ყველაზე მეტად ორგანიზმს ცხიმების შეთვისება უჭირს:

მცირე რაოდენობის ცხიმიც კი ანელებს კუჭის წვენის გამოყოფას. კუჭის წვენის გამოსაყოფად და კუჭის ასამოძრავებლად კომბოსტოს წვენი პრაქტიკულად სრულიად უპირისპირდება ცხიმების შემაფერხებელ მოქმედებას.

11. ხილი, მირთმეული ნებისმიერ სხვა პროდუქტთან ერთად, მიუხედავად მისი მაღალი ყუათიანობისა, მთელ საკვებს გადააქცევს ხრწნად მასად:

სხვა პროდუქტებთან შეერთებისას, ხილი ადვილად იწყებს დუღილს. ყველაზე უკეთესია მისი ცალკე ჭამა საკვების მიღების წინ; თანაც მჟავე და მჟავე–მოტკბო ერთ მიღებაზე, ხოლო ტკბილი – მეორეზე.  ხილის შეთვისებისთვის ორგანიზმს ესაჭიროება 65–80 წუთი. თუ მას მიირთმევთ იმ პროდუქტთან ერთად, რომელიც თხოულობს გადამუშავებისთვის რამდენიმე საათს, საჭმლის მოსანელებელი პროცესი სერიოზულად დაირღვევა.