დიეტა

ეტაპობრივი დიეტა

ეტაპობრივი დიეტაამ დიეტას ასეთი სახელი პირობითად ვუწოდეთ, რადგან კვების ყოველი ჯერი ოთხეტაპიანია:

პირველი ეტაპია – ჩვეულებრივი ან გაზგასული მინერალური წყალი (1 ჩაის ჭიქა);

მეორე ეტაპი – 100 გრამი ნებისმიერი ხილი;

მესამე ეტაპი – ძირითადი საკვები;

მეოთხე ეტაპი – 10-15-წუთიანი ფიზიკური ვარჯიში; წყლის მიღებიდან ხილის მიღებამდე შუალედი უნდა იყოს 15 წუთი; ხილის მიღებიდან ძირითადი საკვების მიღებამდე – 15-30 წუთი; ძირითადი საკვების მიღებიდან ვარჯიშამდე – 10-15 წუთი.

დიეტა სამდღიანია და მეორდება სამჯერ, ანუ ერთი კურსი ცხრადღიანია. ცხრა დღის გასვლის შემდეგ სამი დღე შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ ერთი სრული კურსი, შემდეგ – კიდევ ერთხელ. ანუ, 9-დღიანი კურსი, 3-3 დღის შუალედებით სამჯერ უნდა ჩაიტაროთ.

კვება დღის განმავლობაში უნდა იყოს ოთხჯერადი, თქვენთვის ხელსაყრელ საათებში, ოღონდ, ბოლო კვება არ უნდა გასცდეს 19 საათს. სითხე შეგიძლიათ 2 ლიტრამდე მიიღოთ.

კვების რაციონი:

პირველი დღე – საქონლის ან ფრინველის ხორცი, მოხარშული თევზი (ყველაფერი უმარილოდ);

მეორე დღე – რძის ნაწარმი: უმარილო, მოზრდილი ყველი, უცხიმო ხაჭო, ნადუღი, მაწონი, კეფირი, იოგურტი (ასევე უცხიმო);

მესამე დღე – ცოცხალი და მოშუშული ბოსტნეულის სალათები, წიწიბურა, მწვანილი.

მთლიანად გამორიცხეთ პური, შაქარი და მარილი.

რაც შეეხება ვარჯიშს, ყოველი კვების შემდეგ 10-15 წუთის გასვლისას, თუ დრო გექნებათ, შეგიძლიათ ნახევარსაათიანი მოციონი მოაწყოთ თუ ცაიტნოტში ხართ, სახლშიც (ან სამსახურში) შეგიძლიათ 10-წუთიანი გამამხნევებელი ვარჯიში გააკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, სხვას თუ ვერაფერს მოახერხებთ, შეგიძლიათ, რამდენიმე აქტიური ვარჯიში ან ბუქნი თქვენი სამუშაო მაგიდის წინ გააკეთოთ, რომ მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმებად არ ჩალაგდეს და კუნთებად იქცეს.