სასარგებლო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ძილიანობას

ვებრძოლოთ ძილიანობასთუკი ძილიანობამ შეგვაწუხა, პირველ რიგში, უნდა მივმართოთ ექიმს.

თავდაპირველად აუცილებელია მივიდეთ ენდოკრინოლოგთან, რადგან ძალიან ხშირად, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის მქონე ადამიანები თავს მოდუნებულად გრძნობენ და სულ ეძინებათ.

თუ ეს სპეციალისტი დარღვევას არ აღმოაჩენს, მაშინ უკვე ნევროპათოლოგს უნდა მივაკითხოთ.

თუ სერიოზული დაავადებები არ აღმოჩნდა, საჭიროა დავიწყოთ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გატარება:

პირველ რიგში, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ძილის ხანგრძლივობა ექვს საათზე ნაკლები არ იყოს. მნიშვნელოვანია არა მარტო ძილის ხანგრძლივობა, არამედ ხარისხიც.

სპეციალისტების რჩევით, ძილიანობის დაძლევაში დაგვეხმარება ასევე ინტენსიური ვარჯიში 10-20 წუთი, ჟენშენის სპირტზე დამზადებული ნაყენი (15-20 წვეთი დილით და სადილად), ან ვიტამინოთერაპიის კურსი.