სასარგებლო რჩევები

ნევროზი – მართეთ ემოციები

ნევროზივეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, გული ნევროზი, რესპირაციული ან ანგიონევროზი – ამ დაავადებებს ბევრი სახელწოდება აქვს. მათი მთავარი მიზეზი ვეგეტაციური ნერვული სისტემის შიგნით რაღაც მოშლილობაა.

ამ შინაგანი კონფლიქტის მექანიზმი შემდეგია: ორგანიზმში ვეგეტაციური ნერვული სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს – ის მართავს ცხოველქმედების ყველა პროცესს და ყველა ორგანოს მუშაობას.

როდესაც საჭირო ხდება, ვეგეტაციური ნერვული სისტემა ჩვენს მობილიზაციას ახდენს სტრესთან საბრძოლველად (დაძაბულობას განაგებს ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილი), ან, პირიქით, გვაძლევს ბრძანებას “თავისუფლად” (მოდუნებაზე პასუხისმგებელია პარასიმპათიკური ნაწილი).

საკმარისია, ეს ნაზი მექანიზმი მოიშალოს და სრული ქაოსი ისადგურებს: ვეგეტაციური ნერვული სისტემის ორივე ნაწილი მუშაობაში ერთვება მაშინ, როცა მოესურვება.

ამინდის ცვალებადობისამი მგრძნობელობა – ორგანიზმის პირველი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ნერვული რეგულაცია მოშლილია.

ამგვარი მოშლილობის ნიშნებია:

  • მეხსიერების და ყურადღების გაუარესების პერიოდები.
  • მდგომარეობა, როდესაც ხან ძალიან გცხელათ, ხანაც გცივათ.
  • დროდადრო ძალების მოზღვავების შეგრძნება, ზოგჯერ კი მცირე დატვირთვაც გღლით.
  • სიმშრალე პირის ღრუში, ხელების ან ქუთუთოების კანკალი აღელვებისას.
  • სტრესულ სიტუაციაში – ძილის პრობლემა.
  • სხეულის ტემპერატურა მუდმივად დაბალია, ან მაღალი.
  • არტერიული წნევის ხშირი ცვლილება, ქოშინი.
  • თავბრუსხვევა და გულზიდვა თავის დახრისას.
  • გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება, უძლურების შეგრძნება.

ხშირად ეს სიმპტომები ჩნდება, როდესაც ადამიანი იმყოფება კარგად განათებულ ოთახში.