სასარგებლო რჩევები

ფიზიკური აქტივობის სარგებლიანობა ჯანმრთელობისათვის

ფიზიკური აქტივობის სარგებლიანობა ფიზიკურ აქტივობაში იგულისხმება სხეულის ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ხორციელდება ჩონჩხის კუნთებით და მოითხოვს ენერგიის ხარჯვას.

ჯანმრთელობის გამტკიცებისათვის რეკომენდებულია ადექვატური ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება მთელის სიცოცხლის მანძილზე.

ფიზიკური აქტივობა ენერგიის ხარჯვის ძირითადი განმსაზღვრელია და ამიტომ ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს ენერგიის ბალანსის უზრუნველყოფისათვის.

ჯანმრთელობისათვის სასურველი შედეგების მისაღებად განსხვავებული ტიპისა და დონის ფიზიკური აქტივობაა საჭირო:

კვირაში ხუთი დღის მანძილზე სულ მცირე 30 წუთიანი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა მოზრდილებში ამცირებს ისეთი გავრცელებული არაკონტაგიოზული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა:

  • კარდიოვასკულური დაავადება,
  • ინსულტი,
  • II ტიპის დიაბეტი,
  • მსხვილი ნაწლავის კიბო,
  • ძუძუს კიბო.

მეტი ფიზიკური აქტივობა უფრო მეტი სარგებლიანობის მომტანია ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია წონის კონტროლის უზრუნველყოფისათვის.

სკოლის ასაკის ბავშვებისათვის აუცილებელია ყოველდღიურად სულ მცირე 60 წუთიანი საშუალოდან მაღალი იტენსივობის ფიზიკური აქტივობა.

არსებობს, ასევე, მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ტიპის ფიზიკური აქტივობის მზარდი დონე პოზიტიურად მოქმედებს:

  • ჰიპერტენზიაზე,
  • ოსტეოპოროზსა და დაცემის რისკზე,
  • სხეულის წონასა და აღნაგობაზე,
  • ძვალ-კუნთოვან მდგომარეობაზე, როგორიცაა ოსტეოართრიტი და წელის ტკივილი,
  • მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დეპრესიების, შფოთვისა და სტრესის შემცირებით,
  • ქცევითი რისკ-ფორმების კონტროლზე, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში (მაგ. თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი დიეტა და ძალადობა).