როგორ ხდება სისხლის გაწმენდა?
გარკვეული ხნის განმავლობაში სულ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენის სმა საგრძნობლად წმენდს და აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას.
გამოწურეთ ჭარხალს წვენი და მიღებამდე 2-3 საათით მაცივარში დადგით. თავდაპირველად შეგიძლიათ ცოტაოდენი სტაფილოს წვენი შეურიოთ, შემდგომ კი ამ უკანასკნელის წილი თანდათან უნდა შეამციროთ. ჭარხლის წვენის მიღება რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 1 ჭიქის ოდენობით.
საშუალება, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სისხლის პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, გახლავთ რძიანი ჩაი. ჭიქაში ჩაასხით 2 სადილის კოვზი არაპასტერიზებული (!) რძე და შეავსეთ იგი ახალდაყენებული ჩაის მაგარი ნაყენით. 15.00 საათამდე მისი დალევა შეიძლება უშაქროდ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.
სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის გამეორება შეიძლება 2-3-ჯერ.
1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას (ბალახს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წამი, გაწურეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.