ენერგიისა და ტონუსის წყარო
ჩვენი დატვირთული ცხოვრების რიტმს რომ ავყვეთ და თან ენერგია და ტონუსიც შევინარჩუნოთ, სპეციალისტები გვირჩევენ:
1. ბევრი იმოძრავეთ, თან ეცადეთ, ეს სიამოვნებით გააკეთოთ.
2. გარშემო მყოფებთან შეხებას თავს ნუ აარიდებთ – მეგობრული მოხვევა, ხელის ჩამორთმევა – ენერგიის ჯანსაღი წყაროებია; ეცადეთ, გაიაროთ მასაჟის კურსიც.
3. სამუშაო დღის განმავლობაში თავს ხანმოკლე დასვენების უფლება მიეცით.
4. დიეტაზე ნუ გადახვალთ. მიირთვით ჯანსაღი საკვები დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით.
5. გაიხსენეთ არომათერაპია. პიტნის ეთეროვანი ზეთი ეფექტიანი გამამხნევებელი საშუალებაა.
6. ისუნთქეთ ღრმად. რაც მეტ ჟანგბადს ჩაისუნთქავთ, მით უფრო მოგემატებათ ენერგია.
7. თავს დასვენების დღე მოუწყვეთ – უბრალოდ წამოწექით ან ისეირნეთ.
8. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაწექით და ადექით, დასვენების დღეებშიც კი.
9. კვირაში ერთხელ კარგად გამოიძინეთ.