სასარგებლო რჩევები

რეცეპტები ყელის სიმშრალის წინააღმდეგ

ყელის სიმშრალე თანამედროვე მონაცემებით, ქრონიკულ ფარინგიტს მჭიდრო კავშირი აქვს ენდოკრინული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ცვლილებებთან. ცალკე ჯგუფად გამოყოფენ საფუვრის მსგავსი სოკოებით გამოწვეულ ფარინგიტებს. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, ჩაიტაროთ ხახის ნაცხის ლაბორატორიული გამოკვლევა, კვალიფიციურ ლარინგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კი მის მიერ დანიშნული კომპლექსური მკურნალობა.

ხალხური მედიცინის საუნჯიდან კი გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
ძილის წინ ყელზე თბილი ზეთიანი კომპრესი დაიდეთ. ერიდეთ ლაპარაკს, ცივ და გაზიან სასმელებს, ცხარე, მლაშე და ცივ საკვებს. არ არის სასურველი, მით უმეტეს – ძილის წინ, რძისა და სახამებლის პროდუქტების მიღება. უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლზე.
აიღეთ 20-30 ცალი გარგარის თესლი, დანაყეთ და შეურიეთ კარაქს პროპორციით 1:1. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.

გამოწურეთ ბოლოკი (სასურველია, აგვისტო-სექტემბერში დაკრეფილი), 50 მლ წვენს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

100 გ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.

ფიჭვის ან ნაძვის გირჩები დანაყეთ, დაასხით წყალი პროპორციით 1:5, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთს, გაწურეთ დოლბანდის სამ ფენაში და გამოივლეთ ყელში დღეში 5-6-ჯერ. თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ქაცვის ზეთის, წვენისა და ნაყოფის მიღება.