სასარგებლო რჩევები

ღვიძლის სიჯანსაღისთვის

ღვიძლის სიჯანსაღეღვიძლი დაახლოებით ათჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე იმავე მასის ნებისმიერი სხვა კუნთი. ის დღეში დაახლოებით 2000 ლიტრ სისხლს ატარებს, 350-ჯერ ფილტრავს მას. ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის მთავარი გამწმენდი სისტემაა. გარდა ამისა, ეს ორგანო წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია ცხიმების გადასამუშავებლად. ღვიძლს დიდი ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება.

მაშ ასე, რა არ უყვარს ღვიძლს?

ჭამის დროს მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომა. უნდა ხშირად იმოძრაოთ და ერთ ადგილზე დიდხანს არ იჯდეთ. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მონელების პროცესს.
შემწვარი, ცხარე, შებოლილი, გაყინული საკვები, ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები.
ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი – ამიტომ ამა თუ იმ წამლის მიღებამდე გაეცანით ანოტაციას, უმჯობესია, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.

ენერგეტიკული სასმელები – მართალია, მათ ტონუსის ამაღლების უნარი აქვთ, მაგრამ, ამასთანავე, აქტიური ნივთიერებების მთელ კომპლექსს შეიცავენ. მათ მიეკუთვნება ვიტამინები, მინერალები, ნეიროსტიმულატორები და მსგავსი კომპონენტები.

ცალკე აღებული თითოეული ჩამოთვლილი კომპონენტი ჯანმრთელობას არ ვნებს, პირიქით, სასარგებლოცაა, მაგრამ მათი ერთად მიღება ღვიძლისთვის დიდი დატვირთვაა.