წამლის დალევის მეთოდი
წამალი უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
თუმცა ზოგიერთი წამლის მიღება ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს.
მაგალითად:
– ასპირინს და აცეტილსალიცილის მჟავის შემცველ წამლებს სვამენ ჭამამდე და ჭამის შემდეგ, უნდა დააყოლოთ ბრინჯის ნახარში ან კისელი, რათა კუჭის ლორწოვანას გარსი არ გაღიზიანდეს.
– პარაცეტამოლი და მასზე დამზადებული წამლები უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ წყალთან ერთად. ამ დროს არ შეიძლება მჟავე პროდუქტების მიღება.
– ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) უმჯობესია მიიღოთ ჭამამდე, რადგან ცილასთან ერთად ორგანიზმი ძნელად შეითვისებს.
– ტეტრაციკლინის ან მისი შემცველი ანტიბიოტიკების მიღებისას, თავი შეიკავეთ რძის ნაწარმისგან (რძის ნაწარმი 80%-ით ამცირებს წამლის მოქმედებას).
– ინდომეტაცინსა და რეზერპინს დააყოლეთ მხოლოდ რძე.
– ყველა სახის კაფსულა მიიღეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
აკრძალულია: ნებისმიერი აბის ჩაითი მიღება, რადგან ტანინი წამლებთან ერთად იწვევს თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას.