როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან
პირველ რიგში უნდა ეცადოთ, რომ კოღოები სახლში არ შემოუშვათ.
ამისათვის კი არსებობს ძველი და გამოცდილი ხერხი – ყველა ფანჯარაზე უნდა ჩამოაფაროთ სპეციალური დოლბანდი.
მაგრამ თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და კოღოებმა ოთახებში მაინც შემოაღწიეს, მათგან თავის დაცვა უკვე რთულდება.
კოღოების ნეიტრალიზება სპეციალური ხელსაწყოს – ფუმიგატორების მეშვეობით ხდება. მაგრამ თუ კოღოებმა მაინც დაგკბინეს, ქავილისა და უსიამოვნო შეგრძნებისგან თავის დასაღწევად აფთიაქებში სხვადასხვა მალამო იყიდება.
კოღოებისგან თავდაცვის რამდენიმე ხალხური საშუალებაც არსებობს:
- 5 გრამი მიხაკი და ერთი ჭიქა წყალი 15 წუთი ადუღეთ. შემდეგ მიღებული სითხის 10 წვეთი ერთი სუფრის კოვზ ნებისმიერ ოდეკოლონთან შეაზავეთ და სხეულის ღია უბნებზე წაისვით. ორი საათი წყნარად იქნებით და არც ერთი კოღო არ მოგეკარებათ.
- თუ სხეულის ღია უბნებზე აბზინდას ნახარშს წაისვამთ, კოღო არ გაგეკარებათ. ნახარშის მოდუღება საკმაოდ იოლია – აბზინდას ფესვებს ნახევარი ლიტრი წყალი დაასხით. როდესაც განელდება, გამოიყენეთ.
- თუ აგარაკზე მიდიხართ, ეზოში კოცონი დაანთეთ და ცეცხლში ნაძვისა და ფიჭვის გირჩები ჩაყარეთ. კოღოებს არ მოსწონთ ეს სურნელი და ახლოსაც არ გაგეკარებიან.
თუ კოღომ მაინც გიკბინათ:
ქავილს, რომელსაც კოღოს ნაკბენი იწვევს, საჭმლის სოდით დააღწევთ თავს – ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე.
დაგეხმარებათ ასევე ნიშადურის სპირტი ან “მარგანცოვკის” სუსტი, ღია ვარდისფერი ნაზავი.