სასარგებლო რჩევები, სიახლეები, ჯანმრთელი კვება

ლიმონის ჯადოსნური თვისებები

ლიმონილიმონი სავსეა ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით, რომლებიც სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.  არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს. ასეთივე მოქმედება, თუმცა ნაკლები ხარისხით, ახასიათებს ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს.

ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავათი, შაქრებით (გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით), C, A, B და D ვიტამინებით, ეთერზეთებით.

სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.

ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.

ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზის ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.

ეს ციტრუსი ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

ლიმონი ასევე, შესანიშნავი პროფილაქტიკური და სამკურნალო  საშუალებაცაა. მისი წვენი, როგორც ნატურალური, ასევე, წყალში გაზავებული, ებრძვის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ვირუსებს. გრიპის შემთხვევაში კი ლიმონი სიცხის დამწევი უებარი საშუალებაა, რადგან, ის ხელს უწყობს კანის ფორებიდან შხამების გამოდევნას. ლიმონი სასარგებლოა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს და მას ტონუსის ამაღლებაც შეუძლია.