სასარგებლო რჩევები

რატომ ჩნდება კბილებზე ქვები

კბილებზე ქვებიარასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავლობაში ეს ნარჩენები რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა.

როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. მათი აქტივობის შედეგად ხდება რბილი ნადების მინერალიზაცია გარემოდან, უპირველეს ყოვლისა კი ნერწყვიდან. სწორედ ამიტომ, ქვების წარმოქმნის ინტენსივობის ერთერთი განმსაზღვრელი ნერწყვის მინერალური შემადგენლობაა.

ასევე დაკვირვებით, ინტენსივობა მაღალია იმ პირებში, ვინც დიდი რაოდენობით სვამს მინერალურ წყალს.

რადგან ნერწყვზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ნერწყვის სიბლანტე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მასზეა დამოკიდებული საკვების ნარჩენების “ჩამორეცხვა” კბილის ზედაპირიდან. ბლანტი ნერწყვის შემთხვევაში ეს პროცესი გაძნელებულია.

პაროდონტის დაავადების შემთხვევაში, საკვები ნარჩენები რჩება არა მხოლოდ კბილის ზედაპირზე, არამენ პათოლოგიურ ჯიბეებშიც. ისინი კი ყოველთვისაა აღნიშნული დაავადების დროს. ჯიბეებში ნადები ღრძილქვეშა ქვებად გარდაიქმნება.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვები არ გაჩნდეს?

უპირველეს ყოვლისა ესაა ნადებთან ბრძოლა, ინდივიდუალური და პროფესიული ჰიგიენის საშუალებით.

ინდივიდული ჰიგიენა გულისხმობს ექიმის მიიერ შერჩეულ ჰიგიენურ საშუალებებს (კბილის პასტა, სავლები, ძაფი, ჯაგრისი) და სწორი ხეხვის წესებს. პროფესიული ჰიგიენა კი ექიმის მიერ დადგენილი პერიოდულობით ულტრაბგერის საშუალებით რბილი ნადების მოშორებას ჯაგრისისთვის მიუდგომელ ადგილებში და გაპრიალებას აბრაზიული პასტით. ასეთი მიდგომით ხელს შევუშლით რბილი ნადების კბილის ქვად გარდაქმნას.