ისწავლეთ სწორად ცხოვრება
ისწავლეთ როგორ იცხოვროთ სწორად:
- როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, სადაც არ უნდა იყოთ – სამსახურში, ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას 5-10 წუთით დაისვენეთ და მთელი დღე სასიამოვნო გუნება-განწყობილება გარანტირებული გექნებათ;
- შეეცადეთ კარგად დაისვენოთ ღამით, რათა დილით ნათელი გონებით გაიღვიძოთ;
- თუ გასულ ღამეს ვერ მოასწარით გამოძინება, დღე მაინც გამოიძინეთ;
- თუ სამსახურში სამუშაოს დასრულება ვერ მოასწარით, შინ ნუ წაიღებთ;
- ჭამეთ ცოტა-ცოტა, მაგრამ რეგულარულად. გახსოვდეთ, როგორც დიდი ხნით შიმშილობა, ისე მაძღრისად ჭამა დაღლილობას იწვევს;
- ყოველდრიურად რაციონში შეიტანეთ არანაკლებ 0,5 კგ ხილ-ბოსტნეული, რომლებიც შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ვიტამინებს. ისინი ამაღლებენ იმუნიტეტს და ქმნიან კარგ გუნება-განწყობას;
- რეგულარულად მიიღეთ ვიტამინები და მიკროელემენტების შემცველი პრეპარატები, კერძოდ იოდი და სელენი;
- რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი საკვები;
- დაიცავით კანის ჰიგიენა, ხშირად მიიღეთ შხაპი. სასურველია კვირაში ერთხელ საუნაში ვიზიტი;
- რაც შეიძლება მეტი დაჰყავით სუფთა ჰაერზე;
- ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი;
- ხშირად გაიღიმეთ – სიცილი ხსნის დაძაბულობას;
- იფიქრეთ სასიამოვნო ამბებზე.