სასარგებლო რჩევები

გაზიანი სასმელი დაბერების პროცესს აჩქარებს

გაზიანი სასმელიდიდი ხანია მეცნიერები ხალხს აფრთხილებენ, რომ გაზიანი სასმელების სიყვარული უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფოსფატი, რომელიც სასმელს განსაკუთრებულ გემოს აძლევს, სიბერესთან აახლოებს ადამიანს. აღმოჩნდა, რომ ის კანს და კუნთოვან ქსოვილს აშრობს. მას ასევე შეუძლია დააზიანოს გული და თირკმელები, – იტყობინებაThe Daily Mail.

გაზიანი სასმელები ძვლის მოტეხილობას, პანკრეასის კიბოს და კუნთების სისუსტეს წვევს. მათი კვირაში ორჯერ გამოყენებაც კი დაავადებების რისკს მაღლა სწევს.

ორგანიზმზე ჭარბი ფოსფატის უარყოფითი ზემოქმედება ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა. ბოლო კვლევაში დოქტორმა შავკატ რაზაქუიმ ისინი სამ ჯგუფად დაყო.

პირველ ჯგუფში სპეციალური გენის “კლოტოს” მქონე თაგვები შევიდნენ. მათ სპეციალურად შემუშავებულ ორგანიზმში ფოსფატის დონე ნორმალურზე მაღალი იყო. თაგვებმა 8-15 კვირა იცოცხლეს. მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვადასხა პრობლემები შეექმნათ.

მეორე ჯგუფის თაგვებს არ ჰქონდათ რაიმე განსაკუთრებილი გენი. მათი ორგანიზმში ფოსფატის დონე ნორმალურთან ახლოს იყო. ამ ჯგუფის თაგვებმა 20 კვირა იცოცხლეს.

მესამე ჯგუფის თაგვებს, მეორეს მსგავსად, ჩვეულებრივი გენი ჰქონდათ, თუმცა ფოსფატის მაღალი შემცველობის საკვებით კვებავდნენ. მღრღნელებმა, პირველის მსგავსად, მხოლოდ 15 კვირა იცოცხლეს.

კვლევამ დაადასტურა, რომ ფოსფატის შემცველ პროდუქტს მავნე ტოქსიკური ეფექტი ჰქონდა.