სასარგებლო რჩევები

რა გვიმატებს და რა გვაკლებს ასაკს

რა გვიმატებს და რა გვაკლებს ასაკს?ახალგაზრდობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაკავშირებით, მეცნიერებმა საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს.  ამ გამოკვლევების მიხედვით, ადამიანს (მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე) შეუძლია, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოს.

თუ სპორტს აქტიურად მისდევთ

ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში სამჯერ, მინიმუმ 20 წუთს მაინც უთმობთ სპორტს. იმ შემთხვევაში, თუ ხშირად სეირნობთ ფეხით, ორი წლით მაინც გაახალგაზრდავდებით. ხოლო სპორტის ინტენსიური ვარჯიშები (მაგალითად, აერობიკა) მინიმუმ ხუთი წლით გაგაახალგაზრდავებთ.

თუ ხშირად ნერვიულობთ

სტრესი ნამდვილი “ასაკობრივი ბომბია”. ძლიერმა და ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება 15 წლით დაგაბეროთ. თუმცა, ადამიანის ორგანიზმს ასეთი შემთხვევის შემდეგაც შეუძლია ძალები აღიდგინოს. ამიტომ თუ ხშირად ხვდებით სანერვიულო სიტუაციაში, თქვენს ყოველდღიურ განრიგში იოგა ან არომათერაპია შეიტანეთ.

თუ ასაკი არ გაშინებთ

გულწრფელად გწამთ, რომ ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყება? ესე იგი, ასეც იქნება, რადგან ჩვენი ფიქრები და სიტყვები ჩვენს ორგანიზმში გარკვეულ რეაქციებს “აპროგრამებს”. ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია.

საკუთარ ასაკთან მიმართებაში ორი სწორი ვარიანტი არსებობს: ან შენი ასაკით უნდა იამაყო, ან ამაზე არც იფიქრო და არც ილაპარაკო.

თუ მკაცრ დიეტას მიმართავთ

მაშინაც კი, როცა აუცილებლად და თანაც სასწრაფოდ გჭირდებათ წონაში დაკლება, მკაცრი დიეტისგან თავი შეიკავეთ. ქალები, რომლებიც მკაცრ დიეტას იცავენ, მუდმივად დაძაბულები არიან. მკაცრი დიეტა, დროთა განმავლობაში, წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ის კანის მეორე მტერია (პირველი – მზეა).

თუ მწეველი ხართ

გაითვალისწინეთ, რომ 45 წლის მწეველი ქალები თავიანთ თანატოლ არამწევლებთან შედარებით, 8 წლით უფროსებად გამოიყურებიან. ჯერ მარტო კანთან დაკავშირებული პრობლემები რად ღირს: ნიკოტინის სიჭარბის გამო ხომ კანი ჟანგბადით სათანადოდ ვერ იკვებება…

თუ გზაში საათ-ნახევარზე მეტ დროს ხარჯავთ

თუ მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, 3 საათზე მეტი გეხარჯებათ, უმჯობესია, სამსახურის შეცვლაზე იფიქროთ. თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ, ხშირად იაროთ ფეხით.

თუ საუზმობა გავიწყდებათ

საიმისოდ, რომ ზედმეტი ერთი წელი მიიწეროთ, კვირაში ორჯერ მაინც გამოტოვეთ საუზმე.

თუ პოლივიტამინებს არ იღებთ

პოლივიტამინების დახმარების გარეშე, ვიტამინების სრული დოზის მისაღებად, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რადგან მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით კვება მოგიწევთ.

თუ ხშირად გამოუძინებელი ხართ

ცუდია, თუ დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 საათზე ნაკლები გძინავთ. ცნობისთვის, ყველაზე დიდხანს ისინი ცოცხლობენ, ვისაც დღე-ღამეში 9 საათზე მეტხანს სძინავთ. თუმცა, ბოლოდროინდელი გამოკვლევების მიხედვით, ნორმად 8-9-საათიანი ძილი მიიჩნევა.

თუ ხშირად იცინით

რამდენიმეწუთიანი გულიანი სიცილი ორგანიზმში ენდორფინებს (ორგანულ ანტიდეპრესანტებს) გამოიმუშავებს. ეს კომპონენტები კი იმუნურ სისტემას აძლიერებს.

თუ კბილებს კარგად უვლით

კბილებთან დაკავშირებული პრობლემები იმუნურ სისტემას აქვეითებს და სისხლძარღვებს ავიწროებს. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ ამ პრობლემას და დროზე მიაკითხეთ სტომატოლოგს.

თუ ოჯახური პრობლემები გაქვთ

გაუთავებელი კამათი და უთანხმოება ოჯახში, აშკარა კვალს ტოვებს, და არა მარტო გარეგნულ მხარეზე. ოჯახის დაგნრევა კი – პლუს ერთ წელს უდრის.

თუ ქმარი ასაკით თქვენზე ბევრად უფროსია

ჩვენი ბიოლოგიური საათი ჩვენი ახლობელი და საყვარელი ადამიანების ასაკის მიხედვით მოქმედებს. ასე რომ, თუკი მეუღლე თქვენზე 10 წლით ან მეტით არის უფროსი, შეგიძლიათ წელიწად-ნახევარი “მიიმატოთ”.

თუ ძაღლი გყავთ

შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები, დადებითი ემოციებისა და სოციალური ურთიერთობების ნაკლებობის კომპენსაციას ახდენენ. ამასთან, სუფთა ჰაერზე მათთან ერთად სეირნობა ნერვულ სისტემაზე შესანიშნავად მოქმედებს.

თუ შვებულების გარეშე მუშაობთ

წელიწადში მინიმუმ 2 კვირა (იდეალურია 3-4 კვირა) თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ – ამ პერიოდში, სასურველია, მკვეთრად შეიცვალოთ გარემო.

და ბოლოს

თუ რომელიმე პუნქტის შეცვლას ვერ მოახერხებთ, ნუ ინერვიულებთ – ყოველთვის მოიძებნება რაღაც ისეთი, რითიც თქვენი ბიOლოგიური საათის ეკონომიას შეძლებთ. მით უმეტეს, რომ ნებისმიერ მოქმედებას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან მხოლოდ მოწევის კომპენსაციას ვერ შეძლებთ, ამიტომ, სიგარეტს სასწრაფოდ თავი უნდა დაანებოთ.