სასარგებლო რჩევები

ბუნებრივი საშუალებები მედიცინაში და მათი უკუჩვენებები

ალოეზოგიერთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას სამკურნალო თვისებებთან ერთად, სხვადასხვა სახის უკუჩვენებებიც აქვს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ვიდრე მკურნალობას დავიწყებდეთ, ყოველი მათგანის თვისებებს გავეცნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები.

ბუნებრივი „წამლების“ უკუჩვენებები ასე გამოიყურება:

ალოე 

უკუჩვენება აქვს თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, საშვილოსნოდან სისხლდენის, ბუასილის, ცისტიტისა და ორსულობის დროს.

კატაბალახა 

მისი ხანგრძლივი გამოყენება დიდი დოზით დაუშვებელია, ასეთ დროს მას დამთრგუნველი ქმედება აქვს. იწვევს თავის ტკივილს, პირღებინებას და არღვევს გულის მუშაობის რიტმს.

ბროწეულის ნაყოფის წვენი

აუცილებლად წყალნარევი უნდა მიირთვათ, რადგან ის შეიცავს ბევრ მჟავას, რომელიც კუჭს აღიზიანებს და შლის კბილის მინანქარს.
ბროწეულის ქერქის ნაყენიც საფრთხილოა, რადგან მისმა გადამეტებულმა დოზამ შეიძლება თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება და კრუნჩხვები გამოიწვიოს.

ჭინჭარი

ამ მცენარეს ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ მიიღებთ, რადგან მისგან დამზადებული პრეპარატები არაა რეკომენდებული მაღალი პოთრომბინის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის დროს. ასევე უკუჩვენება აქვს სისხლდენისას, რომელიც გამოწვეულია კისტით, პოლიპებითა და საშვილოსნოს სიმსივნით. ჭინჭრის პრეპარატები არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც თირკმელები აწუხებთ.

კაკალი

ნიგვზეულობისა და თხილეულის ჭამისას ზომიერების დაცვა აუცილებელია, რადგან მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს, რაც თავის წინა მხარის ტკივილებს განაპირობებს.