მიხედეთ კბილებს
ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში გროვდება. არადა, ორგანიზმიდან ამ ნივთიერებების გამოდევნა თითქმის შეუძლებელია.
ეს პრობლემა, ძირითადად, დიდ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ემუქრებათ.
კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ბუნებრივი საკვების მიღება, გაფილტრული წყლის სმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭების გაჩენა, დროთა განმავლობაში, გარდაუვალია.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა დარღვეული აქვს. ეს პრობლემა კი დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას თან ახლავს ღვიძლის მოქმედების დარღვევა, მაშინ ორგანიზმში წიდებიც გროვდება და ეს საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.
თუ სისხლში მოხდა ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას იწვევს. ამ დაავადებას კი თან ახლავს გასუქება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
თუ გსურთ სახსრები წესრიგში გქონდეთ, მაშინ კბილებს მიხედეთ. მიკრობები, რომლებიც პირის ღრუში გროვდება, წარმოქმნის ისეთ ტოქსიკურ პროდუქტებს, რომლებიც რევმატოლოგიურ პროცესებს აძლიერებს.
ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში არაფერი დაგროვდება. ნებისმიერი წიდების დაგროვების დროს ორგანიზმი ამას ხვდება და სისტემა თავად იწყებს მის თავიდან მოშორებას. ხოლო, თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ორგანიზმში წიდები გროვდება, თვითმკურნალობა მხოლოდ პროცესებს დააჩქარებს და არასასიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. ამიტომ, სპეციალისტის დახმარებით დროულად მიხედეთ პრობლემას, სანამ ის სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ.