სასარგებლო რჩევები

შოკოლადი გულის დაავადებებისა და ინსულტის წინააღმდეგ

შოკოლადიმეცნიერთა თქმით, ყოველდღიურად ერთი ფილა შოკოლადის მიღება გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს 39%-ით ამცირებს.

რვაწლიანმა კვლევამ, რომლის პროცესში მეცნიერები აკვირდებოდნენ 35-დან 65 წლის ასაკში მყოფ დაახლოებით 30 000 ადამიანს, დაადასტურა წინასწარი მცირე კვლევის შედეგები კაკაოს პროდუქტების ჯანმრთელობისათვის სარგებლიანობის შესახებ.

კაკაოს მარცვლები შეიცავს ფლავონოლებს, რომელიც, როგორც ცნობილია, ზრდის სისხლში აზოტის ჟანგის შემცველობას და აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტებისა და კაკაოს უფრო მაღალი შემცველობის გამო შავი შოკოლადი უფრო სასარგებლოა, ვიდრე რძე ან თეთრი შოკოლადი.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი ბრაიან ბუიჯსი (Brian Buijsse) აღნიშნავს, რომ შოკოლადის ერთი კვადრატის მიღებასაც კი შეუძლია სარგებლობის მოტანა. ხოლო მიღებული რაოდენობის ექვსი გრამით მომატება ყოველ 10 000 ადამიანზე მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რაოდენობის 85-ით ამცირებს.

100 გრამი შოკოლადი საშუალოდ 500 კალორიას შეიცავს. შოკოლადი ზომიერი რაოდენობით უნდა იყოს მოხმარებული, განსაკუთრებით ზედმეტი წონის შემთხვევაში.

შოკოლადს პრევენციული მნიშვნელობა აქვს გულის დაავადებებისათვის იმ შემთხვევაში, თუ შოკოლადით ხდება სხვა მაღალკალორიული საკვების ჩანაცვლება, რომ არ მოხდეს სხეულის წონის მატება.