ეი-ბი-სი, მედიკამენტები

პკ-მერცი ინფ /PK-MERZ INF

პკ-მერცი ინფ /PK-MERZ INFAMANTADINE
MERZ PHARMA, გერმანია
ათქ კლასიფიკაციის კოდი
N04BB01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში500 მლ; შეფუთვაში 2 ც. 500 მლ. ამანტადინის სულფატი  . . . 200 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი). შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას. ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს Ca2+ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას.აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით,substancia nigra-ს ნეირონებში უზრუნველყოფსდოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებასდაcorpus striatum -ში აღადგენს აგზნებისადა შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას.

ჩვენებები

  • პარკინსონის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის აკინეტიკური კრიზის) ინტენსიური პირველადი მკურნალობა;
  • პერორალური თერაპიის დროებითი შეწყვეტა;
  • ცნობიერების დაკარგვა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად;
  • ნარკოზიდან შენელებული გამოსვლა;
  • ნევრალგია სარტყლისებური ჰერპესის დროს.

დოზირების რეჟიმი
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში). თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოიყენება დოზირების შემდეგი სქემა:

გლომერული ფილტრაციის სიჩქარე
(GFR) მლ/წთ
დოზირება(მგ) დოზირებისინტერვალი (სთ)
80-60 100 12 სთ
60-50 200 ან 100 მონაცვლეობით ყოველ მეორე დღეს
50-30 100 24სთ
30-20 200 კვირაში 2-ჯერ
20-10 100 კვირაში 3-ჯერ
<10 200-100 კვირაში ერთხელ ან ყოველ მეორე კვირას

მძიმე შემთხვევებში (აკინეტიკური კრიზის დროს) შესაძლებელია დოზის გაზრდარისკის შეფასების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა. მოტორული ან ფსიქიკური აგზნება. შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში. გულის უკმარისობა. იშვიათად- არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. ძალიან იშვიათად- ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IVკლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II-III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ანQT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.

პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეტინინის კლირენსი<10 მლ/წთ).

შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი. ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პკმერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტებიპკ-მერცის მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებშიაგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირიუმით და დელირიუმით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.
პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება. პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ეგზოგენური ფსიქოზი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºCტემპერატურაზე. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა დაუზიანებელია და სითხე გამჭვირვალეა.