მედიკამენტები, ნატუროპათი

Diarrheel® S / დიარჰელ ს

Diarrheel® S / დიარჰელ ს

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ან 250 ტაბლეტი. რეგისტრაციის
ნომერი R-0004208.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
Argentum Nitricum D8, Acidum arseniccosum
D8, Colchicum D6, Colocynthis D6, Hydrargirum bichloratum D8,
Podophyllum D6, Veratrum D4 – შესაბამისად 30 მგ; Tormentilla D2
– 60 მგ; ასევე Lactose-Monohydrat da Magnesiumstearat

ჩვენება:

მწვავე და ქრონიკული დიარეა, გასტროენტერიტი.

წინააღმდეგ ჩვენება:
არ გააჩნია.

გვერდითი ეფექტი:
მიღებისას შესაძლებელია მომატებული ნერწყვდენა, რის შემდეგაც პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

დოზირება და გამოყენების წესი:
ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით,
მწვავე შემთხვევებში – თითო ტაბლეტი ყოველ 15 წუთში ერთხელ,
არა უმეტეს 2 საათისა.
დამატებითი რეკომენდაცია:

Diarrheel S ინიშნება აგრეთვე დისპეფსიის, დიზენტერიის, ტიმპანიტის
და მეტეორიზმის დროს, რომლის მიზეზადაც გვევლინება
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი.
ტოქსინების გამოსადევნად დამატებით Diarrheel S-ის ტაბლეტის
მიღებიდან 30 წუთის შემდეგ რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის
მიღება.

Diarrheel S ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის
დარღვევის ყველა შემთხვევებში (განსაკუთრებით, დიარეისათვის
დამახასიათებელი განავლის დროს), პანკრეატიტის, სხვადასხვა
დაავადებებით გამოწვეული სეპტიური აშლილობის, კუჭის და
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის,
ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, დისბაქტერიოზებისას და სხვა.
დოზირება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და სიმპტომატიკაზე

აფთიაქი

მისამართი:
ალ. ყაზბეგის გამზირი #33
ტელ: +995 32 2 394 987