ავიტა, მედიკამენტები

არდეისედონი/Ardeysedon

არდეისედონი/Ardeysedon -საერთაშორისო დასახელება: Valeriana officinalis, Humulus lupulus.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი (დრაჟე) შეიცავს:
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – 200 მგ.
გამხსნელი საშუალება 70% ეთანოლი.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი – 68მგ.
გამხსნელი საშუალება 40% ეთანოლი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
არდეისედონი მცენარეული დამამშვიდებელი პრეპარატია. მის შემადგენლობაში შემავალი კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებას, აგზნებადობის შემცირებას, ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, არეგულირებს გულის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.
სვიის გირჩების მშრალ ექსტრაქტს ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება, არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, მასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენებები:
არდეისედონი გამოიყენება მოუსვენრობისას და ნევროზული აშლილობით გამოწვეული ჩაძინების დარღვევის დროს.

დოზირება:
პერორალური მიღებისთვის.
მოზრდილებში და 12 წლის შემდეგ:

  • მოუსვენრობის დროს 1 შემოგარსული ტაბლეტი ×2-3 დღეში.
  • ნევროზით განპირობებული ჩაძინების გართულების შემთხვევაში _ 1 შემოგარსული ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით 1 შემოგარსული ტაბლეტი საღამოს საათებში.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ბავშვებში მოცემული პრეპრატის გამოყენების შესახებ არ მოიპოვება საკმარისი გამოკვლევები, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია:
კატაბალახას გავრცელებული გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ ამ პრეპარატს არ გააჩნია რისკი და გვერდითი ეფექტები ორსულობის და ლაქტაციის დროს მისი გამოყენებისას. ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგები არ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

მოძრაობის უსაფრთხოება და მექანიზმების მართვა:
ამ მედიკამენტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ არ არის რეკომენდებული მანქანების მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას. განსაკუთრებით საშიშია ამ მედიკამენტის და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება.

გვერდითი ეფექტები:
ძალიან იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული გამონაყარი კანზე.
გვერდითი ეფექტები ქრება მედიკამენტის მოხსნისას.

გამოშვების ფორმა:
არდეისედონი შემოგარსული ტაბლეტები #20.

მწარმოებელი:
Ardeypharm GmbH
Germany