კამელინფლუ
კამელინფლუ – სპრეი ადგილობრივი გამოყენების
ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა.
ყელისა დაპირისღრუს ინფექციების დამარცხება.
შემადგენლობა:
კამელინი M 1,5მლ.
დამხმარე ნივთიერებები:
8,5 მლ. (პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი.)
აღწერა: გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კამელინფლუ-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
აგრეთვე ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, (კატარალური ანგინა), სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. როგორც დამხმარე საშუალებაქრონიკული ტონზილიტის დროს.
მიღების წესი:
ფლაკონს იკავებთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევთ პირის ღრუში-ყელში.
მოზრდილებში, ყოველი პროცედურის დროს კეთდება 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ
დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.
გვერდითი მოვლენები:
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები,შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
„კამელინფლუ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიცგამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადების სამკურნალოდ.
ორსულობა, ლაქტაცია: არ არის შესწავლილი
ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს ზეგავლენას
ჭარბი დოზირება:
გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა:
„კამელინფლუ 10.0 მლ. ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი,
რომელშიც მოთავსებულია უჟანგავი ფოლადის ბურთულა, პოლიპროპილენის
შემაფრქვევლით. აგრეთვე მუყაოს კოლოფში მოთავსებულია გამოყენების
ინსტრუქცია.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურად დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი რაიმე დეფექტის შემთხვევაში
პრეპარატი არ მიიღება.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
შ.პ.ს. „კამელინი
საქართველო, თბილისი,
ქინძმარაულის ქ. #7
ტელ.: 985 778;710 480;986 225
ელ-ფოსტა: INFO@CAMELYN.GE
www.camelyn.ge