მედიკამენტები, ს.ს. “გრინდექსი”

ვიპროსალი B® / viprosali B®

ვიპროსალი B® / viprosali B®
გამოყენების ინსტრუქცია
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
სამკურნალწამლო საშუალების სახელწოდება
ვიპროსალი B®
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო არაპატენტური სახელწოდება:არა აქვს
აღწერა: თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერის მალამო ქაფურის და სკიპიდარის სუნით.
შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს 0,05 საერთაშორისო ერთეულ ჩვეულებრივი გველგესლას მშრალ შხამს,
30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 10 მგ სალიცილის მჟავას
დამხმარე ნივთიერებები:ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი პარაფინი, ნატრიუმის
ცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი
სამკურნალო ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი გამოყენების ნივთიერებები სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილებისას.
კოდი ATX: M02AX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მალამოს ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჩვეულებრივი გველგესლას შხამი (Vipera berus berus L), რომელიც შეიცავს ფოსფოლიპაზას, ფოსფოდიესთერაზას, ჰიალურონიდაზას და სხვა აქტიურ ნივთიერებებს. გველგესლას შხამი შეიცავს ასევე სპეციფიური მოქმედების პეპტიდებს, რომლებიც არის ჰემოლიზის მიზეზი, ზრდიან კაპილარების განვლადობას, გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ადგილობრივი გამოყენებისას გველგესლას შხამი ახდენს გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
მალამო შეიცავს ასევე ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს და ამიტომ ახდენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ქაფურის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებასთან ერთად, სალიცილის მჟავას და სკიპიდარს გააჩნიათ ასევე ანტისეპტიური მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას ასევე კერატოლიზური მოქმედებაც.
ფარმაკოკინეტიკა
მალამო სწრაფად შეიწოვება და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩნდება წვის შეგრძნება, კანის მსუბუქი შეწითლება და სითბოს შეგრძნება. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 1,5-2 საათი.
ჩვენებები გამოყენებისათვის
როგორც გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილებისას, ნევრალგიისას, რადიკულიტისას და სხვა დაავადებებისას, თანმხლები ტკივილის სინდრომით.
გამოყენების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენების მალამო. მტკივნეულ უბნებზე დაიტანება მცირე პორციებით 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) მალამო და შეიზილება კანში 1-2 ჯერ დღეში ტკივილის ინტენსივობის მიხედვით, ტკივილის სინდრომის გაქრობამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და ხარისხზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანდაზმული ადამიანები საჭიროებენ სხვა დოზირებას.
ბავშვები. გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოქმედება
მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გაჩნდეს
ქავილი, შეშუპება და ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევში რეკომენდებულია მკურნალობისშეწყვეტა და მალამოს ჩამობანვა კანიდან. ჩამოთვლილი ნიშნები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ დაიტანოს კანზე მალამოს მცირე რაოდენობა პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის გამოსარკვევად.
უკუჩვენებები
მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა, წყლულები და კანის სხვა დაავადებები, ფილტვების მწვავე ტუბერკულოზი, ტვინის და კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევები, სისხლძარღვთა სპაზმების განვითარების მიმართ მიდრეკილება, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები. Pპრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. ლორწოვან გარსებში შემთხვევით მოხვედრისას მალამო იწვევს ძლიერ გაღიზიანებას.
გამოყენების თავისებურებები
მალამო არ უნდა წაისვათ დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ მალამო არ მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებში.
ბავშვები და მოზარდები. არ არის რეკომენდებული გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა და ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება.
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები და ვადა
შეინახეთ არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაში მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაშვების პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
შეფუთვა
30 გ და 50 გ მალამო ალუმინის ტუბში მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს გრინდექსი , კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია.
ტელ: +371 670083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: grindeks@grindeks.lv

მწარმოებელი:
სს „ტალინის ფარმაცევტული ქარხანა, ტონდის ქ. 33, 11316 ტალინი, ესტონეთი