სასარგებლო რჩევები

პანკრეატიტი და კვება

პანკრეატიტი

პანკრეატიტის დროს, არ შეიძლება შემდეგი პროდუქტების მიღება:

ხორცის, თევზის და სოკოს სქელი ბულიონი, ძროხის, ცხვრის, ღორის, ბატის ცხიმიანი ხორცი, სოკო, კონსერვი, შებოლილი ნაწარმი, ხახვი, ნიორი, საფუარიანი ნაწარმი, შოკოლადი, გაზიანი სასმელები.

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის აღსადგენად, აიღეთ 2 წილი ხეჭრელი, 2 წილი ბაბუაწვერას ბალახი, 1 წილი სამყურა, 2 წილი პიტნა და 1 წილი ქრისტესსისხლა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ძალიან ცხელი წყალი და გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ, მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი – 18 დღე.

ტკივილის შესუსტების შემდეგ, აურიეთ თანაბარი რაოდენობით ღიღილო, ტყის მარწყვის ყვავილი და ფოთოლი, სიმინდის დინგი, ოროვანდის თესლი, ლობიოს პარკი, ვარდკაჭკაჭას ფესვი, მოცვის ყვავილი და ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 1 საათი. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჩიქა ნაყენი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობა გრძელდება ერთი კვირა.