სასარგებლო რჩევები

სიზარმაცე – ენერგიის წყარო

სიზარმაცე – ენერგიის წყარორაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ფსიქოლოგები დღესდღეობით, სიზარმაცეს ენერგიის წყაროდ მიიჩნევენ.

ყოველდღიური ცხოვრების გიჟურ რიტმში აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო საკუთარი თავისთვის და დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ, ანდა ორგანიზმმა გადაღლას ვერ გაუძლოს და ავად გახდეთ.

ქამდე სიზარმაცე ადამიანის ერთ-ერთ დაუძინებელ მტრად მიიჩნეოდა, ახლა კი ამბობენ, იზარმაცეთ და დიდხანს იცოცხლებთო:

  • თუ რაიმე საქმის გაკეთება გეზარებათ, ნუ გააკეთებთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამით არავინ და არაფერი დაზარალდება. ამ დროს ორგანიზმი დასვენებას ითხოვს, რაც მომავალში აუცილებლად აგინაზღაურდებათ.

– სიზარმაცე დეპრესიისგანაც დაგიცავთ:

  • უგუნებობა და დეპრესიული განწყობილება ხშირად სეზონური ცვალებადობის დროს ძლიერდება. ზოგი მეტისმეტად აქტიურდება, ზოგიც პირიქით – ზედმეტად ინდიფერენტული ხდება. უსიამოვნო და უკიდურესი მდგომარეობისგან თავის დაღწევის საშუალება სიზარმაცეა. წამოწექით დივანზე, უყურეთ ტელევიზორს… ვინ იცის, იქნებ შინ რომ არ დარჩენილიყავით და მეგობრებთან ან თუნდაც საქმეზე წასვლა არ დაგზარებოდათ, რა უსიამოვნებას გადაჰყროდით.

– ზარმაცს ყველაზე წარმატებული იდეები მოსდის:

  • არავისთვისაა საიდუმლო, რომ სიჩქარე და სტრესი შემოქმედებითი საქმიანობის უბოროტესი მტერია. შემთხვევითი არ არის, რომ მწერლები და მხატვრები შთაგონებისთვის ქალაქგარეთ მიემგზავრებიან. ბუნებასთან ურთიერთობა შინაგანი სიმშვიდის მოპოვების უმოკლესი გზაა. შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობაში კი იდეები თავისთავად მოდის.

– ზარმაცები სიამოვნებას წვრილმანებისგანაც კი იღებენ:

  • ასე რომ, მოწყენილობის დროსაც შეგიძლიათ აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო ძალით აივსოთ.

– ზარმაცი უფრო მძაფრად განიცდის სიყვარულს:

  • თუმცა დროთა განმავლობაში, თავდაპირველი ვნება ქრება. შეეცადეთ, პერიოდულად ერთმანეთისგან შორს იყოთ. ამით საკუთარ გრძნობებსაც გამოცდით და შეხვედრის სიხარულსაც გაიორმაგებთ.

– ნუ იჩქარებთ ურთიერთობის გარკვევას:

  • უსიამოვნება სამსახურში, დავა ოჯახში, კამათი მეგობრებთან… სტრესული სიტუაციები პრობლემებს აორმაგებს. ისწავლეთ უსიამოვნებებისგან მოწყვეტა, მათი განყენებულად წარმოდგენა. “დაიზარეთ” და კამათში ნუღარ ჩაებმებით.

– ისწავლეთ თავის ხელში აყვანა:

  • სტრესულ მდგომარეობაში ადამიანი სწრაფად კარგავს მოთმინებას, რაც კონფლიქტს უფრო ამწვავებს. გახსოვდეთ: სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ყველაზე ცხარე კამათშიც კი შეუდარებელი იარაღია.

– არ დაივიწყოთ ზომიერების გრძნობა:

  • უკიდურესობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, არასოდეს გადახვიდეთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც სიზარმაცე გულცივობად და შეიძლება დანაშაულადაც კი გადაიქცეს.