სასარგებლო რჩევები

მცენარეული ზეთები

მცენარეული ზეთებიდიეტოლოგები გვირჩევენ, ზეთები, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ვიტამინსა და შეუცვლელ ცხიმმჟავას, ყოველდღე შევიტანოთ მენიუში. თუმცა გვაფრთხილებენ, რომ ზოგიერთი ზეთი გაცხელებისას მთლიანად კარგავს სამკურნალო თვისებებს, ზოგიერთი კი სიცოცხლისთვის საშიში ხდება.

ერთი და იმავე ზეთის რამდენჯერმე გაცხელებისას მასში ჩნდება კანცეროგენური ნივთიერებები. ასე რომ, ზეთის შეძენამდე ყურადღებით წაიკითხეთ სპეციალისტების რეკომენდაციები.

გაგაცნობთ ზოგიერთი ზეთის თვისებას:

  • ქოქოსის ზეთი მდიდარია ლაურინის მჟავათი, რომელიც აძლიერებს მეტაბოლიზმს, შედგება 90%-იანი ნაჯერი ცხიმისგან და ძალიან კალორიულია. ის მაღალ ტემპერატურაზეც კი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
  • სელის ზეთი მდიდარია (ომეგა-3) ცხიმოვანი მჟავებით (60%), რომელიც იცავს გულ-სისხლძარღვებს, აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, შველის კუჭის შეკრულობას, გამოიყენება სალათების შესაკაზმად.
  • ბრინჯის ზეთი E ვიტამინის წყაროა, შეიცავს სამ ნატურალურ ანტიოქსიდანტს. ტოკოფეროლს, ტოკოტრინოლს და ორიზანოლს, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს. უძლებს 254 0C ტემპერატურას, ძალიან ცხიმიანია.
  • არაქისის ზეთი აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, მდგრადია თერმოტემპერატურისადმი, გამოიყენება შესაწვავად.
  • ზეითუნის ზეთიზეითუნის ზეთი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ძალიან სასარგებლოა ცივად გამოხდილი, გამოიყენება კერძების მოსამზადებლად და სალათების შესაკაზმად. უძლებს 180 0 C-ს.
  • შირბახტის (ქუნჯუთის) ზეთი შეიცავს E ვიტამინს. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემის მუშაობას. ამატებენ მზა საკვებს, რადგან სწრაფად იწვის. გამოიყენება მარინადებისა და სალათების შესაკაზმად.
  • მზესუმზირის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც გვიცავს ათეროსკლეროზისგან. E ვიტამინი აუცილებელია ღვიძლის უჯრედების, სისხლძარღვებისა და ნერვული ბოჭკოებისთვის. გამოიყენება შესაწვავად, ჩასაშუშად და სალათების შესაკაზმად.
  • თირკმლის სოკოს ზეთის გამოსახდელად თირკმლის სოკოს ასხამენ ზეითუნის ან ყურძნის ზეთს და აჩერებენ გარკვეული დროით.
  • კედრის კაკლის ზეთი მდიდარია მჟავებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. შეუცვლელია ტუბერკულოზის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის პრობლემების დროს. რეკომენდებულია კერძების შესაზავებლად.
  • ნიგვზის ზეთი შეიცავს A, E, C, B ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს (თუთიას, სპილენძს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს). აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, უცვლელია მარინადების, სალათებისა და თევზის შესაკაზმად.
  • ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, უძლებს მაღალ ტემპერატურას, აქვს სასიამოვნო გემო და არომატი, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, იყენებენ სალათებისა და მარინადების შესაკაზმად.
  • სიმინდის ზეთი მდიდარია F და E ვიტამინებით, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს, აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. გამოიყენება სალათების შესაზავებლად, სოუსების მოსამზადებლად.