ოსტეოპოროზის გამომწვევი მიზეზები
ოსტეოპოროზის მიზეზი შეიძლება გახდეს არა მარტო ორგანიზმში ჰორმონული დარღვევა და ძვლებისთვის მნიშვნელოვანი საშენი მასალის – კალციუმის უკმარისობა, არამედ მემკვიდრეობითობაც.
დაკვირვების შედეგად მეცნიერები ასკვნიან, რომ უმეტეს შემთხვევაში ოსტეოპოროზით ავადდებიან სუსტი აღნაგობის ადამიანები, ვეგეტარიანელები, ნაკლებად მოძრავნი, მწეველები, ალკოჰოლის მოყვარულები.
ამ დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
ტანადობის დარღვევა და სიმაღლეში დაპატარავება, ღამით ფეხებისა და ტერფების კრუნჩხვა, ტკივილი ძვლებისა და წელის არეში, დაღლილობისა და გაღიზიანებულობის შეგრძნება, ღრძილების ტკივილი, ფრჩხილების მტვრევადობა, აჩქარებული გულის ცემა.
მართალია, მეცნიერებას მისი ბოლომდე განკურნების წამალი ჯერ კიდევ არ შეუქმნია, მაგრამ შეუძლია “დაამუხრუჭოს”.
გარდა ექიმის მიერ დანიშნული წამლებისა, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის შემდეგი რჩევები:
- მიიღეთ კალციუმის შემცველი პროდუქტები (ორგანიზმს დღეში სჭირდება 100 მგ კალციუმი): რძე, ხაჭო, მაგარი ყველი, თევზი, ლობიო, შვრია, წიწიბურა, მწვანილი, ნიახური.
- მიიღეთ მზის აბაზანები – შეივსეთ ორგანიზმი D ვიტამინით, რადგან მისი უკმარისობაც იწვევს ძვლების სიმკვრივის დაქვეითებას.
- ხშირად იარეთ ფეხით, ითამაშეთ მაგიდის ჩოგბურთი, ჰაერზე სპორტი სასარგებლოა ძვლებისთვის…